ფეხბურთი

19:14 | 2.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

გოიკოეჩეამ ეკვატორული გვინეა დატოვა

“როიტერის” ინფორმაციით, წარსულში ცნობილი ბასკი ფეხბურთელი ანდონი გოიკოეჩეა ეკვატორული გვინეის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი აღარაა. ჯერჯერობით თანამშრომლობის გაწყვეტის მიზეზი ცნობილი არაა.

ეკვატორული გვინეას აფრიკის 2015 წლის ეროვნებათა თასის ჩატარება კარს მოადგა და ეროვნულმა ფედერაციამ ნაკრები უთავკაცოდ დატოვა. ამ ეტაპზე ესპანელი სპეციალისტის შემცვლელის ვინაობა უცნობია. გოიკოეჩეა ეკვატორული გვინეის ნაკრებს 2013 წლის თებერვლიდან წვრთნიდა.

აფრიკის მთავარი სანაკრებო ტურნირი სტარტს 17 იანვარს აიღებს და ფინალური მატჩი 8 თებერვალს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095737