ბირმინგემის “ასტონ ვილას” თავდამსხმელი დარენ ბენტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით ჩემპიონლიგის “დერბი ქაუნთიში” ითამაშებს.
“დარენთან ადრეც მიმუშავია და მას როგორც პრემიერლიგაში, ასევე საერთაშორისო არენაზე თამაშის უდიდესი გამოცდილება აქვს. ბენტის მოსვლით შეტევაში ვარირების საშუალება გვექნება. დარენს რომელ კლუბშიც უთამაშია გოლები ყველგან გაჰქონდა და იმედია, “დერბი ქაუნთის” წარმატებაში თავის წვლილს შეიტანს” – იუწყება “დერბის” ოფიციალური ვებგვერდი გუნდის მთავარი მწვრთნელის სტივ მაკლარენის სიტყვებს.
მიმდინარე სეზონში, 30 წლის ბენტმა “ასტონ ვილას” შემადგენლობაში მოედანზე საერთო ჯამში 79 წუთი გაატარა და ამიტომ, გასაკვირი არაა კლუბის შეცვლა რომ გადაწყვიტა. 24 ტურის შემდეგ, “დერბის” ჩემპიონლიგის სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილი უკავია.







