საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი გია გრიგალავა კარიერას პერმის “ამკარში” გააგრძელებს. ამის შესახებ რუსული ინტერნეტპორტალი sportbox.ru იუწყება.
25 წლის ფეხბურთელი რუსეთის პრემიერლიგის კლუბთან კონტრაქტს უახლოეს პერიოდში გააფორმებს. გრიგალავა მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში რუსეთის პირველი დივიზიონის მახაჩყალის “ანჟიში” ირიცხებოდა, სადაც არცერთხელ უთამაშია.
“ამკარს” გაჯი გაჯიევი წვრთნის, რომლის ხელმძღვანელობით გრიგალავას ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგასა” და “ანჟიში” უთამაშია. შესაბამისად, გაჯიევი ქართველი შესაძლებლობებს კარგად იცნობს.
“ამკარს” რუსეთის 16-გუნდიან პრემიერლიგაში მე-14 ადგილი უკავია.









