ფეხბურთი

11:31 | 5.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ებრალიძე პორტუგალიურ გრანდთან დამარცხდა

პორტუგალიის საფეხბურთო პრიმეირა ლიგის მე-15 ტურში “ჟილ ვისენტემ”, რომელშიც ავთო ებრალიძე გამოდის, თავის მოედანზე “პორტუსთან” 1:5 წააგო.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 75-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც პორტუგალიური გრანდი 3:0-ს იგებდა. ტრავმის მორჩენის შემდეგ ებრალიძემ ჩემპიონატში პირველად იასპარეზა. მანამდე, მან ერთი შეხვედრა პორტუგალიის ლიგის თასზე ჩაატარა. “ჟილ ვისენტეს” 6 ქულა აქვს და 18-გუნდიან პრიმეირა დივიზიონში ბოლო ადგილზეა.

სეგუნდა ლიგის 21-ე ტურში “ფეირენსემ”, რომელშიც გიორგი მაკარიძე ირიცხება, “სანტა-კლარა” მიიღო და 2:1 გაიმარჯვა. ქართველ მეკარეს მასპინძლებში კვლავ არ უთამაშია და სათადარიგოთა შორის ჯდომით შემოიფარგლა. “ფეირენსე” 35 ქულით 24 გუნდში მეხუთეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097865