ფოთის “კოლხეთმა”, რომელიც სრული შემადგენლობით საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრისთვის მზადებას 8 იანვარს შეუდგება, რამდენიმე მოთამაშესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.
გადაწყვეტილია, რომ სეზონის ბოლომდე “კოლხეთში” დარჩებიან: მეკარეები - კოკა სეფიაშვილი და ლაშა ძაგანია, მცველები - თედო კაკულია და ზურაბ თევზაძე, ნახევარმცველი თამაზ ჟიშკარიანი, ფორვარდები - გიგა ამბროლაძე და შოთა ჯიქია.





