პრაღის “სლავიას” მთავარმა მწვრთნელმა მიროსლავ ბერანეკმა კლუბის ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ლევან ყენიას გუნდის სათამაშო სტილის შეცვლა შეუძლია.
“ჩვენ გუნდს ლევან ყენია დაემატა, რომელსაც შეუძლია დაგვეხმაროს და მისი წყალობით სათამაშო სტილის შეცვლის შესაძლებლობა გვაქვს” – თქვა ბერანეკმა.
24 წლის ქართველი ფეხბურთელი ჩეხურ კლუბში შარშან შემოდგომაზე გადავიდა და 2 მატჩი ჩაატარა.







