ჩოგბურთი

23:00 | 5.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილის მორიგი მეტოქე რუსი მიხაილ იუჟნია

ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირის (საპრიზო ფონდი 1 221 320 დოლარი) ძირითად ბადეში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე რუსი მიხაილ იუჟნი იქნება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველმა ჩოგანმა Qatar Exxonmobil Open 2015-ის კვალიფიკაციაში 3 მატჩი მოიგო, რისი წყალობითაც 12 სარეიტინგო ქულა მიიღო, ხვალიდან კი ძირითად შეჯიბრში ჩაებმება.

22 წლის ბასილაშვილი, რომელსაც პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (AთP) რეიტინგში 171-ე ადგილზე იმყოფება, მასზე 10 წლით უფროს იუჟნის პირველად დაუპირისპირდება.

რუს ჩოგბურთელს კლასიფიკაციაში 47-ე პოზიცია უკავია და კორტზე 12 მილიონ დოლარზე მეტი აქვს გამომუშავებული, პიკი კი 2008 წლის დასაწყისში ჰქონდა, როდესაც მსოფლიოს მე-8 ჩოგანი იყო.

ბასილაშვილის და იუჟნის მატჩი 6 იანვარს, თბილისის დროით დაახლოებით 18:00 საათზე დაიწყება, მას შემდეგ, რაც მე-3 კორტზე უკრაინელი სერგეი სტახოვსკის და ყატარელი ჯაბორ მოჰამედ ალი მუტავას მატჩი დასრულდება.

თუკი ნიკოლოზმა რუს ჩოგბურთელს სძლია, 20 ქულას მიიღებს და მერვედფინალში მე-7 ნომრად განთესილ ხორვატ ივო კარლოვიჩს და ჩეხ ლუკას როსოლს შორის უმჯობესს ეთამაშება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089297