ჭიდაობა

1:03 | 16.05.2010 | ნანახია [] - ჯერ

6 მედალი და გუნდური მე-3

საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 6 მედლით ჩაამთავრა. 14 მაისს უშანგი კუზანაშვილისა (52 კგ) და ნესტორ ხერგიანის (62 კგ) მიერ მოპოვებულ ოქროებსა და კახა მამულაშვილისა (74 კგ) და დავით კარბელაშვილის (90 კგ) ვერცხლის მედლებს, 15-ში, ლევან ნახუცრიშვილმა (68 კგ) ვერცხლი, ხოლო ამირან პაპინაშვილმა (57 კგ) ბრინჯაო მიამატეს.
ცნობისათვის, პაპინაშვილი საქართველოს ნაკრების ევროგანაცხადში მთავარმა მწვრთნელმა ოლეგ იაძემ ევროპირველობის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე შეიყვანა, ტრავმირებული ავთანდილ ცინცაძის ნაცვლად.
ჩემპიონატის მიმომხილველი ოფიციალური ვებ-გვერდის არარსებობის გამო, შესაძლებელი მხოლოდ ტექნიკური შედეგების მოპოვება გახდა. ნახუცრიშვილი ფინალში რუს დენის დავიდოვთან დამარცხდა. უმედლოდ დარჩენილ სამბისტთა გამოსვლის შესახებ კი, არსად არაფერი თქმულა და დაწერილა.
ჩემპიონ-პრიზიორები 82 და 100 კილოგრამ წონით კატეგორიებშიც გამოვლინდნენ. საქართველოს სახელით ნიკოლოზ კუციამ და მირიან პავლიაშვილმა იჭიდავეს, მაგრამ კვარცხლბეკს მიღმა დარჩნენ.
გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 34 ქულა დააგროვა და მე-3 ადგილზე გავიდა. პირველი-მეორე პოზიციები რუსეთმა და ბელარუსმა დაიკავეს, 47 და 38 ქულით.
ოთარ მაღლაკელიძე

0.089281