1948. დაიბადა თეოფილო კუბილასი.
მნიშვნელოვანი ფაქტები
1874. ინგლისის ქალაქ ბირმინგემში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “ასტონ
1900. ბეისბოლის ეროვნულმა ლიგამ გადაწყვიტა ჩემპიონატის რვა გუნდით გადიდება. პირველობიდან გაირიცხნენ ბალტიმორის, კლივლენდის, ლუისვილისა და ვაშინგტონის.
1906. ჰოკეის ეროვნული ლიგის სტენლის თასისთვის ორრაუნდიან ორთაბრძოლაში, “ოტავა სილვერმა”
1910. ფრანგი ბარონესა, რაიმონდა დე ლაროში პირველი ლიცენზირებული ავიაპილოტი ქალი გახდა.
1930. ბეიბ რუთმა “ნიუ იორკ იანკიზთან” ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის ღირებულებამ 160 ათასი დოლარი შეადგინა. ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, “იანკიზის” პრეზიდენტმა ედ ბეროუმ განაცხადა _ ყველა დროის სატრანსფერო რეკორდი დავამყარეთო. ბეროუ საკუთარი გამონათქვამის არამართებულობაში, რამდენიმე თვის შემდეგ დარწმუნდა.
1941. მეორე მსოფლიო ომში, ბეისბოლის ეროვნული ლიგის პირველი მოთამაშე ჩაება. ევროპაში ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ საომრად, “ფილიზის” წევრი, ჰიუ მულკანი გაემგზავრა.
1943. ციგურებით ფიგურულ მოსრიალეთა აშშ-ის ჩემპიონატში, ქალთა შორის პირველობა გრეტჰენ მერილმა მოიპოვა, მამაკაცებში უძლიერესი არტურ ვოგანი იყო.
1951. მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ, საკუთარი ორგანიზაციის რიგებიდან ეგვიპტე გარიცხა. ამ ჩრდილოაფრიკული ქვეყნის მაგიდის ჩოგბურთელთა ნაკრებმა, ისრაელთან თამაშზე უარი განაცხადა.
1954. ავსტრალიის ქალაქ მელბურნში მიმდინარე მძლეოსანთა შეჯიბრებაზე, ჰერბ მაკინლიმ ერთ მილზე სირბილში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (46.8).
1967. “ნიუ ორლეან საინთზმა” სასეზონო აბონემენტების გაყიდვა დაიწყო. პირველსავე დღეს 20 ათასი აბონემენტი გაიყიდა.
1968. 6 წლის გოლფისტმა ტომი მურმა ოფიციალურ შეჯიბრებაში მიიღო მონაწილეობა და ბურთის მიზანში (ხვრელში) ზუსტად მოთავსებაც მოახერხა.
1971. ჯო ფრეზერმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, მუჰამედ ალი თორმეტრაუნდიამ ორთაბრძოლაში დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.
1971. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბმა “მილუოკი ბაქზმა” რეგულარული პირველობის ზედიზედ მეოცე საშინაო მატჩი მოიგო.
1985. ტოკიოში მიმდინარე ციგურებით ფიგურულ მოსრიალეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, წყვილთა შორის პირველობა საბჭოთა კავშირის დუეტმა, ბესტემიანოვა-ბუკინმა მოიგო.
1986. ამერიკაში გადაბარგებული ჩეხოსლოვაკიელი მარტინა ნავრატილოვა პირველი ჩოგბურთელი გახდა, რომლის მიერ ტურნირებზე მოპოვებული ჰონორარის საერთო თანხამ, 10 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
1987. ამერიკელი მძლეოსანი, ნელი კუმანი ქალთა შორის დარბაზში 60 მეტრზე სირბილში, მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
1989. როჯერ კინგდომმა 60 მეტრზე თარჯრბენში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (7.37).
2005. სუპერმძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონ გიორგი კანდელაკს, კრივის მსოფლიო კავშირმა (WBU) პლანეტის უძლიერესი მოკრივის სარტყელი ჩამოართვა.
2006. “
2006. პორტუგალიელმა ფეხბურთის სპეციალისტმა არტურ ჟორჟემ კამერუნის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.
2007. უეფა-ს თასის გათამაშების პირველ მერვედფინალურ მატჩში, შოთა არველაძის “ალკმაარი” “ნიუკასლთან” დამარცხდა (2:4). ამ მატჩში
შოთა არველაძემ ერთი გოლი გაიტანა.
2007. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული პირველობის მატჩში “
2009. გერმანელმა მძლეოსანმა სებასტიენ ბაიერმა ტურინში მიმდინარე “ოქროს ლიგის” ეტაპზე დარბაზისთვის სიგრძეზე ხტომაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა – იგი 8 მეტრსა და 71 სმ-ზე გადახტა.
2012. თავისუფალი ჭიდაობაში ბელგრადის ევროპის ჩემპიონატზე ქართველებმა 5 მედალი მოიპოვეს. დავით მარსაგიშვილი (84 კგ) ჩემპიონი გახდა, ბესიკ გოჩაშვილმა (55) და დავით ხუციშვილმა (74) ვერცხლი მოიპოვეს, ხოლო მალხაზ ზარქუამ (60) და დავით მოძმანაშვილმა (120) - ბრინჯაო.
ამ დღეს დაიბადნენ
1939. ლიდია სკობლიაკოვა. საბჭოთა მოციგურავე. 1960 და 1964 წლების ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული აქვს ოქროს ექვსი მედალი.
1940. ტეო ლასერომსი. როტერდამის “ფეინოორდის” ფორვარდი, ჩემპიონთა თასის მფლობელი და ჰოლანდიის ჩემპიონი. თამაშის განსაკუთრებული მანერის გამო, გულშემატკივრებმა “ტანკი” შეარქვეს.
1941. გურამ პეტრიაშვილი. თბილისის “დინამოს” ნახევარმცველი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1964) და ოთხგზის მესამე პრიზიორი. 1970 წელს იასპარეზა საკავშირო თასის ფინალში. უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 281 გოლი, გაიტანა 13 გოლი. ღირსების ორდენის კავალერი. გარდაიცვალა 2002 წლის 18 თებერვალს.
1942. ენ პეკერ-ბრაიტუელი. დიდი ბრიტანელი მძლეოსანი ქალი. გამოდიოდა 400 და 800 მეტრზე რბენაში. 1964 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.
1947. ფლორენტინო პერესი. Mადრიდის “რეალის” ყოფილი პრეზიდენტი.
1948. თეოფილო კუბილასი.
1949. ჩარლზ ლისმონტი. ბელგიელი მძლეოსანი. მარათონულ გარბენში 1972 წლის ოლიმპიური ვერცხლის მფლობელი.
1954. დევიდ უილკი. დიდი ბრიტანელი მოცურავე. 200 მეტრზე გულაღმა ცურვაში 1976 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.
1954. კარლ შნაბლი. ავსტრიელი თხილამურებით ტრამპლინიდან მხტომელი. 90 მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში 1976 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.
1954. მარია-ტერეზა ნადიგი. შვეიცარიელი მოთხილამურე. 1972 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს ორი მედალი მოიპოვა.
1958. ანდრეას მაურერი. დასავლეთგერმანელი ჩოგბურთელი. მოგებული აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი ტურნირი.
1960. ბაკ უილიამსი. “პორტლენდ თრეილ ბლეიზერსისა” და “ნიუ იორკ ნიკზის” ფორვარდი. მონაწილეობა აქვს მიღებული ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის “ყველა ვარსკვლავის” მატჩში.
1961. ლარი მერფი. ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ “
1963. ჟულიო სეზარი. ტურინის “იუვენტუსისა” და დორტმუნდის “ბორუსიას” ბრაზილიელი მცველი. “იუვესთან” ერთად 1993
1965. კენი სმიტი. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ “ჰიუსტონ როკიტსის” მცველი.
1968. რობ ზეტლერი. ჰოკეის ეროვნული ლიგის “
1970. ჰარი დეშეივერი. ჰოლანდიის “ვაალვიკის” ფეხბურთელი.
1971. ბობ ბონერი. ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ “ბუფალო სეიბრზის” მცველი.
1972. კრეიგ ჯონსონი. აშშ-ის ჰოკეისტთა ნაკრებისა და “ლოს ანჯელეს კინგზის” მარცხენა ფორვარდი. 1994 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილე.
1972. პატ რაილი. ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ლიგის კლუბების “ჩიკაგო ბიარზისა” და “სიეტლ სიჰოუკსის” მოთამაშე.
1972. კონსტანტინ გლიკე. რუმინეთის ნაკრებისა და “ესპანიოლის” ფეხბურთელი.
1975. სულტან იბრაგიმოვი. რუსი მოკრივე. 2000 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული აქვს ვერცხლის მედალი.
1984. ალექსანდრ ვუაჩიჩი. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” მსროლელი (199 სმ). ეროვნული საკალათბურთო ასოციაციია ჩემპიონი (2010).
1984. მეთიუ ფლამინი. საფრანგეთის ნაკრების, “არსენალისა” და “მილანის” ფეხბურთელი. ლონდონელთა რიგებში მოგებული აქვს ინგლისის საფეხბურთო ასოციაციისა და ლიგის თასები, აგრეთვე სუპერთასი. ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი (2006). საფრანგეთის ნაკრებში ჩაატარა 3 მატჩი.









