საინტერესო შემთხვევა მოხდა გერმანიის III ლიგის მატჩში, რომელშიც "ლაიპციგი" "შტუტგარტ II"-ს მასპინძლობდა. ლაიპციგელებმა პირველივე წამიდან 2-0-8 ტაქტიკური სქემით დაიწყეს თამაში, ლამის მთელი გუნდი მეტოქის საჯარიმოში, ან მის მისადგომებთან გაიქცა და 9 წამში გოლი გაიტანეს. დანიელ ფრანმა კომბინაცია თავური დარტყმით დაასრულა.
