ძიუდო

14:31 | 25.08.2011 | ნანახია [] - ჯერ

81-შიც უმედლოდ...

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ლევან წიკლაურმა მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში ვერ გააღწიეს და ოქრო-ვერცხლთან ერთად, რეპეშაჟში გადართვის და ბრინჯაოსთვის ბრძოლის გაგრძელების შანსიც დაკარგეს.
ჭრიკიშვილი ტურნირს მერვედფინალიდან გამოეთიშა, ფრანგ ლუის პიეტრისთან მარცხის შემდეგ, თუმცა მასპინძლის გამარჯვება მნიშვნელოვანწილად მსაჯების დამსახურება უფრო იყო, რომელთაც რამდენიმე არაობიექტური გადაწყვეტილება მიიღეს.
ფრანგთან დაპირისპირებამდე ჭრიკიშვილმა სამი მეტოქე ჩამოიცილა. ურკინაფასოელ ჰერმან მონესა და უნგრელ შანდორ ნადისოლიმოშს იპონებით გასცდა, ხოლო ყაზახ საიატ შამშიევს – ვაზარ-იუკოთი.
წიკლაური ჩემპიონატში პირდაპირ მეორე წრიდან ჩაერთო და უზბეკ იახიო იმამოვს ვაზარსაც უგებდა, მაგრამ იპონზე წამოეგო და პარიზულ ტატამს მოგების გარეშე დაემშვიდობა.

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.08795