საქართველოს სახელს დაიცავენ: სოფო გურამიშვილი, მერი არაბიძე, სალომე სირაძე, გაიოზ ნიგალიძე და გიორგი მარგველაშვილი.
დებულების თანახმად თითოეულ ქვეყანას შეუძლია წარადგინოს 8 მონაწილე (5 ვაჟი+3 გოგონა; 3 ვაჟი+5 გოგონა ან 4 ვაჟი+4 გოგონა).
ქალთა და ვაჟთა ტურნირები ცალ-ცალკე ტარდება 9 ტურად შვეიცარული სისტემით. ბოლო 2 ტურში ერთი ქვეყნის წარმომადგენლებს არ შეუძლიათ ერთმანეთთან თამაში.
დროის კონტროლი: 90 წუთი მთელ პარტიაზე + 30-წამიანი დამატებით პირველივე სვლიდან.
სათამაშო დღეებია: 9-12 ივლისი, 14-15 ივლისი; 13 ივლისს მონაწილეებს დასვენების დღე აქვთ. 9 ივლისს, 16.00 საათზე გაიმართება პირველი ტური; 10,12 და 14 ივლისს დღეში 2-2 ტური ჩატარდება: 10.00 და 16.00 საათზე. 11 ივლისს პარტიები 10.00 დაიწყება, ხოლო დასკვნითი მეცხრე ტური 15 ივლისის 15.00 აიღებს სტარტს.
საუკეთესო გუნდი გამოვლინდება თითიეული ქვეყნის სამი საუკეთესო მონაწილის მიერ დაგროვებული ქულათა ჯამით. ამასთანავე, 3 მონაწილეში აუცილებლად უნდა იყოს მინიმუ ერთი ქალი ან ვაჟი.







