ჭიდაობა

19:20 | 16.07.2010 | ნანახია [] - ჯერ

9 ქართველი რეპეშაჟის ფინალში

ჰეიდარ ალიევის სახელობის “ოქროს გრან-პრის” გათამაშების პირველი დღის დილის პროგრამის შემდეგ, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების 21 წევრიდან 9, კვარცხლბეკზე ასასვლელად აგრძელებს ბრძოლას. სამეულს ცხრავე მოჭიდავეს გადამწყვეტი გამარჯვების მოპოვება აშორებს, მაგრამ ოქრო-ვერცხლის შანსი ყველას დაკარგული აქვს და ზაზა თურმანიძის გუნდის საბოლოო მონაგარი, საუკეთესო შემთხვევაში, 7 ბრინჯაო იქნება.
ორ წონით კატეგორიაში – 60 და 120 კილოგრამებში, ქართული “ბრინჯაოს ფინალები” შედგება. 60-ში ერთმანეთს გიორგი ბალიაშვილი და მალხაზ ქურდიანი დაეჭიდებიან, ხოლო მძიმე წონაში კი ლევან ბერიანიძე და დავით მოძმანაშვილი.
ბესიკ გუჩაშვილი (55 კგ) იაპონელ იასუჰირო ინაბას შეხვდება, გოგა ხუჭუა (66 კგ) ირანელ მოჰსენ იაჰან ბახშიანს, ბექა ჭელიძისა და არჩილ ქიტიაშვილის (84 კგ) წყვილში გამარჯვებული აზერბაიჯანელ შარიფ შარიფოვს, გიორგი გოგშელიძე (96 კგ)  ირანელ ჯაფარ ალიდად დალირის, ბელდუხ გავაშელიშვილი (96 კგ) უკრაინელ ვალერი ანდრიიცევს.
შვიდივე წონითი კატეგორიის ჩემპიონ-პრიზიორები საღამოს გამოვლინდებიან.

ოთარ მაღლაკელიძე

 

0.17006