დღეს გამთენიისას NBA-ის მორიგი ტურის მატჩები გაიმართა. "ოკლაჰომამ" შინ "იუტა" მიიღო და 99:94 დაამარცხა. შესაძლოა სატურნირო ცხრილის გათვალისწინებით, განსაკუთრებული მატჩი არ გახლდათ, თუმცა მსოფლიოს ყურადღება "ჯაზის" ერთ-ერთი კალათბურთელის ტრევორ ბუქერის ჩაგდებულმა ორქულიანმა მიიპყრო.
პირველი ნახევრის დასრულებამდე 1.01 წუთი იყო დარჩენილი, ხოლო "იუტას" შეტევისთვის დრო 0.2 წამი ჰქონდა. სწორედ ამ დროს ფარისკენ ზურგით მდგარმა ბუქერმა აუტიდან ბურთი ჰეივორდისგან მიიღო და უკან გაუხედავად ფრენბურთის სტილში ფარში ზუსტად გაუშვა. ამერიკელმა ჟურნალისტებმა უკვე მონათლეს აღნიშნული ჩაგდება წლის საუკეთესოდ, ხოლო "ოკლაჰომას" ვარსკვლავმა კევინ დურანტმა კი ბუქერის სასწაული ორქულიანი შემდეგნაირად შეაფასა: "მსგავსი რამ არასდროს მოხდება".







