ფეხბურთი

18:48 | 10.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ეკვატორულ გვინეას 115 წლის ფეხბურთელები ჰყავს

აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა ეკვატორული გვინეის გაფართოებული შემადგენლობის სია ცნობილი გახადა და აღმოჩნდა, რომ 14 ფეხბურთელი 1900 წელსაა დაბადებული, ანუ 115 წლისაა.

რა თქმა უნდა, შეცდომას ჰქონდა ადგილი და ვებგვერდმა უცბად გამოასწორა, თუმცა ევროპულმა მედიამ აღნიშნული ფაქტი უმალვე გაავრცელა. აღნიშნული ფეხბურთელები ეკვატორული გვინეის ნაკრებისთვის სტრატეგიულ მოთამაშეებად ითვლებიან.

აფრიკის ეროვნებათა თასი სტარტს ეკვატორულ გვინეაში 17 იანვარს აიღებს და 8 თებერვალს დასრულდება. მასპინძლები ჯგუფურ ეტაპზე ბურკინა ფასოს, გაბონის და კონგოს ეროვნულ ნაკრებებთან გაარკვევენ ურთიერთობას.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091415