ქალ მოჭადრაკეთა პარალელურად მიმდინარე ვაჟთა 74-ე ეროვნულ ჩემპიონატში, რომელიც ოლიმპიური სისტემით ტარდება, მერვედფინალის პირველი ტურის პარტიები გათამაშდა. მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრ კონსტანტინე შანავასა და დავით ბენიძის შეხვედრაში, რომელიც ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ბენიძე შავებით თამაშობდა.
რაც შეეხება დანარჩენ შეხვედრებს, მოულოდნელი არაფერი მომხდარა თუ არ ჩავთვლით პირველ ნომრად განთესილი მიხეილ მჭედლიშვილის ყაიმს, რომელიც მეთექვსმეტე ნომრად განთესილ ზვიად ფაციას შავებით ეთამაშებოდა.
პირველი ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:
მერაბ გაგუნაშვილი – ივერი ჭიღლაძე 1-0
თორნიკე სანიკიძე – შოთა აზალაძე 1-0
ზვიად ფაცია – მიხეილ მჭედლიშვილი 0,5-0,5
გიორგი სიბაშვილი – ლუკა პაიჭაძე 0,5-0,5
დავით ჯოჯუა – ნიკოლოზ ჩხაიძე 1-0
გიგა ყუფარაძე – დავით მაღალაშვილი 1-0
ბაჩანა მორჩიაშვილი – ლევან ფანცულაია 0-1
კონსტანტინე შანავა – დავით ბენიძე 0-1
მერვედფინალის მეორე პარტიები კვირას გაიმართება. 1-1-ის შემთხვევაში გამარჯვებულის ვინაობა ნოკაუტ სისტემით გაირკვევა.









