ვერის ბაღში მდებარე თბილისის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე ქალ მოჭადრაკეთა 72-ე ეროვნულ ჩემპიონატში პირველი ტურის პარტიები გათამაშდა. დიდ ინტერეს იწვევდა ეროვნული ნაკრების წევრების ბელა ხოტენაშვილისა და ლელა ჯავახიშვილის შეხვედრა. თეთრებით მოთამაშე ხოტენაშვილმა შეძლო გამოცდილი მეტოქის დამარცხება და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ხოტენაშვილის მსგავსად, გაიმარჯვა მერი ჟორჟოლიანმა, რომელმაც ალექსანდრა ვახანია დაამარცხა. ამრიგად, პირველი ტურის შემდეგ თითო-თითო ქულით ხოტენაშვილი და ჟორჟოლიანი ლიდერობენ, რადგან დანარჩენი შეხვედრები ყაიმით დასრულდა.
პირველი ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:
ანა კუჭავა – სოფო გვეტაძე 0,5-0,5;
მერი არაბიძე – ნინო ბაციაშვილი 0,5-0,5;
მერი ჟორჟოლიანი – ალექსანდრა ვახანია 1-0;
ბელა ხოტენაშვილი – ლელა ჯავახიშვილი 1-0;
ნინო ხურციძე – სალომე მელია 0,5-0,5;
სატურნირო მდგომარეობა პირველი ტურის შემდეგ: I-II ადგილი - ხოტენაშვილი, ჟორჟოლიანი (თითო-თითო ქულა); III-VIII - კუჭავა, გვეტაძე, არაბიძე, ბაციაშვილი, ხურციძე, მელია; IX-X - ვახანია, ჯავახიშვილი (0-0).
შეგახსენებთ, რომ ქალ მოჭადრაკეთა მიმდინარე ჩემპიონატში 10 სპორტსმენი ასპარეზობს, რომლებიც ერთ წრედ, 9 ტურად თამაშობენ. მეორე ტურის პარტიები კვირას გაიმართება.







