ფეხბურთი

13:40 | 11.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "კარიერის პიკზე ვარ"

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა გოალ-თან საკუთარ კარიერაზე ისაუბრა.

"შესაძლოა, ახლა ჩემ კარიერაში საუკეთესო ფორმაში ვარ, მაგრამ ყოველწლიური პროგრესი მინდა. ყოველთვის მინდა გატანილი გოლების და შედეგიანი გადაცემების რიცხვი გავზარდო. ამ ეტაპზე ჩემ თავზე ვმუშაობს, მსურს ბევრი ვისწავლო და ზრდა გავაგრძელო იგივე ტემპით, როგორსაც აქამდე ვახერხებდი", - განაცხადა კრიშტიანუმ.

მსოფლიოს ორგზის საუკეთესო ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში საკლუბო დონეზე 17 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 23 გოლი და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა. პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში თავდამსხმელმა ორი მატჩი ჩაატარა და ერთადერთი გოლი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში დანიის წინააღმდეგ გამარჯვების მომტანი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098912