“არსენალმა” კერკეტ “კარდიფ სიტის” მოუგო და ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა. არადა, უელსელებმა წინა ტურში ჩემპიონ “მანჩესტერ იუნაიტედს” დიდი ბრძოლა გაუმართეს და ქულებიც დააკარგვინეს (2:2). ერთ-ერთი “მეთოფისთვის,” აარონ რემზისთვის კი ეს მატჩი ყველასგან განსხვავებული იყო. 22 წლის უელსის ნაკრების ნახევარმცველი “კარდიფის” აკადემიის აღზრდილია და სწორედ “კარდიფ სიტიდან” გადავიდა “არსენალში.” ბედის ირონიით მან დუბლი მიითვალა და მატჩის გმირიც გახდა, თუმცა არცერთი გოლი არ აღუნიშნავს.
პირველი გოლი მასპინძელი ცენტრალური მცველების უხეშ შეცდომას მოჰყვა, იოზილმა საჯარიმოში ჩააწოდა და ფაქტობრივად, მარტოდ მყოფმა რემზიმ ერთობ ეფექტური თავური გაიტანა. მსაჯის მიერ დამატებულ მე-3 წუთზე კი ახლოდან ვარდნაში შეაგდო და საბოლოო წერტილი დასვა, თუმცა მანამადე, რამდენიმე წუთით ადრე, ასევე იოზილის პასით მატიე ფლამინიმ გაიტანა. “მეთოფეთა” დამრიგებელი არსენ ვენგერი კმაყოფილი დარჩა უელსელის გარჯით: “ორი-სამი წლის წინათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ რემზი ასეთ დონეზე შეძლებდა თამაშს. ახლა კი ის ყველას აკვირვებს. სასიამოვნოა მისი თამაშის ცქერა, დღესაც ორი ლამაზი გოლი გაიტანა. კარგია, რომ საკუთარ კარში არ გავუშვით, თამაშს დარწმუნებით ვაკონტროლებდით და დამსახურებულად გავიმარჯვეთ,” – უთხრა მატჩის შემდეგ ვენგერმა Sky Sports-ს.
ყველაზე დიდი ანგარიშით შაბათს “ევერტონმა” მოიგო. თუმცა პირველ ტაიმში “სტოკი” მედგარ წინააღმდეგობას უწევდა მერსისაიდელებს. მათდა სამწუხაროდ, “გასახდელის გოლი” გაუშვეს, ბურთი “ბარსადან” არენდით მოთამაშე ხერარდ დელოფეუმ გაიტანა. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ასეთმა გოლმა სტუმრები დააბნია, მეორე ტაიმის დაწყებიდან 5 წუთიც არ იყო გასული, რომ შეიმუს კოულმენმა მეორეც გაიტანა და ამით “სტოკი” საბოლოოდ “დაანგრია.” ბრაიან ოვიედოსა და რომელუ ლუკაკუს გოლები უკვე ოდენ ოსტატობის საქმე იყო.
ლონდონში კი დერბი გაიმართა, “ვესტ ჰემმა” “ფულემს” უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დაამარცხა, თუმცა პირველ ტაიმში ანგარიში არ გახსნილა. ყველაფერი მეორეს დასაწყისში გადაწყდა, შესვენების შემდეგ ორიოდ წუთი იყო გასული როცა სენეგალელმა მოჰამედ დიამემ გაიტანა. ბოლოსკენ კი კოულების ჯერი დადგა. ჯერ კარლტონმა, შემდეგ კი ჯომ ანგარიში გამანადგურებლამდე მიიყვანეს. “როცა გუნდს რამდენიმე მატჩში თამაში არ მისდის, მწვრთნელს გათავისუფლების საფრთხე ემუქრება. დღეს მორიგი თამაში წავაგეთ. შესვენების შემდეგ მიღებულმა გოლმა რთულ მდგომარეობაში ჩაგვაგდო. მერე კიდევ ორი მივიღეთ. ახლა, მთავარია სწორი დასკვნები გამოვიტანოთ მომხდარიდან,” – უთხრა “ფულემის” დამრიგებელმა მარტინ იოლმა ჟურნალისტებს.
მთავარი ამბები კი პრემიერლიგაში კვირას მოხდება: “ტოტენჰემი” – “მანჩესტერს” მასპინძლობს, “ჰალ სიტი” – “ლივერპულს”, “ჩელსი” – “საუთჰემპტონს” და “სიტი” – “სუონსის.”
ასტონ ვილა – სანდერლენდი 0:0
ბირმინგემი. “ვილა პარკი.” 33 036
Aასტონ ვილა: გუზანი, ვლაარი, კლარკი, ლუნა, ელ აჰმადი (ტონევი 71), დელფი, ვესტვუდი, ბაკუნა, აგბონლაჰორი, ბენტეკე (კოზაკი 86), ვაიმანი (ალბრიგტონი 71)
მწვრთნელი: პოლ ლამბერტი
სანდერლენდი: მანონე, ბრაუნი, ო’ში, დოსენა (ჩელუსტკა 84), ბერდსლი, გარდნერი (კოლბექი 76), ლარსონი, სუნგ-იუნგ კი, ჯაკერინი, ფლეტჩერი, ბორინი (ჯონსონი 76)
მწვრთნელი: გუსტავო პოიეტი
გაფრთხილება: ვლაარი (32), აგბონლაჰორი (90+3); ბერდესლი (90+4)
მსაჯი: ნილ სუორბრიკი
ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 4(6)-1(5), ჯარიმა: 14-12, კუთხური: 7-6, თამაშგარე: 2-5, სეივი: 1-4
კარდიფ სიტი – არსენალი 0:3 (0:1)
კარდიფი. “კარდიფ სიტი სთედიუმი.” 27 948
კარდიფ სიტი: მარშალი, ტეილორი (კორნელიუსი 88), ტერნერი, თეოფილე კატერინი, კოლკერი, უითინგემი, კოუვი, მედელი, მატჩი, ბო-კიუნგ კიმი (ნუნი 75), კემპბელი (ოდემვინგიე 64)
მწვრთნელი: მალკი მაკაი
არსენალი: შჩესნი, მერტესაკერი, სანია, გიბსი, კოშელნი, იოზილი (უოლკოტი 90+1), არტეტა, კასორლა (ფლამინი 77), უილშირი (ნაჩო მონრეალი 81), რემზი, ჟირუ
მწვრთნელი: არსენ ვენგერი
გოლები: 0:1 რემზი (29), 0:2 ფლამინი (86), 0:3 რემზი (90+3)
გაფრთხილება: გიბსი (33), არტეტა (79), რემზი (89)
მსაჯი: ლი მეისონი
ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 4(3)-3(4), ჯარიმა: 6-6, კუთხური: 3-3, თამაშგარე: 2-2, სეივი: 3-4
ევერტონი – სტოკი 4:0 (1:0)
ლივერპული. “გუდისონ პარკი.” 35 513
ევერტონი: ჰოვარდი, იაგიელკა, დისტინი, ოვიედო, პინაარი (მირალასი 83), ბერი, ოსმანი, კოულმენი, მაკარტი (სტოუნზი 74), ლუკაკუ (იელავიჩი 79), დელოფეუ
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი
სტოკი: ბეგოვიჩი, პეტერსი, შოუქროსი, კამერონი, მუნიესა, ადამი (ჯონსი 59), ველანი, ნ’ზონზი, კრაუჩი, უოლტერსი (ში 59), ასაიდი
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი
გოლები: 1:0 დელოფეუ (45), 2:0 კოულმენი (49), 3:0 ოვიედო (58), 4:0 ლუკაკუ (79)
გაფრთხილება: კამერონი (42), ველანი (46), პეტერსი (64)
მსაჯი: მაიკ ჯონსი
ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 9(5)-3(1), ჯარიმა: 9-17, კუთხური: 9-3, თამაშგარე: 3-4, სეივი: 3-8
ნორვიჩი – კრისტალ პალასი 1:0 (1:0)
ნორვიჩი. “ქეროუ როუდი.” 26 851
ნორვიჩი: რადი, ოლსონი, ბასონგი, ბენეტი, მარტინი, ჰულაჰანი (ჯონსონი 79), ფერი, ჰაუსონი, რედმონდი, ელმანდერი (ბეკიო 81), ჰუპერი (ვიტაკერი 90+1)
მწვრთნელი: კრის ჰოუტონი
კრისტალ პალასი: სპერონი, გაბიდონი, დელანი, მოქსი, უარდი, იედინაკი, დიკხაცოი, პანჩონი (კებე 76), ბენანი (უილიამსი 73), შამახი (გეილი 80), ჯერომი
მწვრთნელი: ტონი პულისი
გოლი: 1:0 ჰუპერი (30)
გაფრთხილება: მარტინი (82); იედინაკი (63), გეილი (86)
მსაჯი: კრის ფოი
ბურთის ფლობა: 62%-38%, დარტყმა: 2(4)-3(3), ჯარიმა: 11-14, კუთხური: 5-4, თამაშგარე: 1-2, სეივი: 3-2
ვესტ ჰემი – ფულემი 3:0 (0:0)
ლონდონი. “ბოლეინ გრაუნდი.” 34 946
ვესტ ჰემი: იასკელაინენი, დემელი, მაკარტნი, კოლინზი, ტომკინსი, დაუნინგი, ნოლანი (მორისონი 77), ნოუბლი, ჯერვისი (ჯო კოული 68), დიამე, მაიგა (კარლტონ კოული 81)
მწვრთნელი: სემ ელარდაისი
ფულემი: სტეკელენბურგი, ჰიუზი, ამორებიეტა, ზვეროტიჩი, სიდუელი (კარაგუნისი 78), დაფი (რუისი 65), პარკერი, რიჩარდსონი (დემბელე 83), ტაარაბტი, კასამი, ბენტი
მწვრთნელი: მარტინ იოლი
გოლები: 1:0 დიამე (47), 2:0 კარლტონ კოული (82), 3:0 ჯო კოული (88)
გაფრთხილება: ტომკინსი (11), მაკარტნი (27), დიამე (45+2); რიჩარდსონი (8), სიდუელი (21)
მსაჯი: მარტინ ატკინსონი
ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 10(7)-1(4), ჯარიმა: 11-8, კუთხური: 6-3, თამაშგარე: 2-3, სეივი: 0-9
ნიუკასლი – ვესტ ბრომვიჩი 2:1 (1:0)
ნიუკასლი. “სენტ ჯეიმსიზ პარკი.” 49 298
Nნიუკასლი: კრული, კოლოჩინი, დებიუში, უილიამსონი, სანტონი, კაბაიე, ტიოტე, სისოკო (სისე 90+5), შოლა ამეობი, რემი (ანიტა 83), გუფრანი
მწვრთნელი: ალან პარდიუ
ვესტ ბრომვიჩი: მაიჰილი, ოლსონი, რიჯუელი, ჯონსი, მაკოლი, ამალფიტანო (გერა 88), სესენონი (ანიჩებე 77), მორისონი, მულუმბუ, ბრანტი (ბერაინო 76), ლონგი
მწვრთნელი: სტივ კლარკი
გოლები: 1:0 გუფრანი (36), 1:1 ბრანტი (53), 2:1 სისოკო (57)
გაფრთხილება: ტიოტე (32); ბრანტი (28), მულუმბუ (89)
მსაჯი: ფილიპ დოუდი
ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 4(3)-2(7), ჯარიმა: 14-15, კუთხური: 3-3, თამაშგარე: 4-0, სეივი: 0-5
მეგოლეები:
10 – სერხიო აგუერო (“სიტი”)
9 – ლუის სუარესი, დენიელ სტარიჯი (ორივე - “ლივერპული”)
8 – ლოიკ რემი (“ნიუკასლი”), რომელუ ლუკაკუ (“ევერტონი”), აარონ რემზი (“არსენალი”)







