ავტოსპორტი

3:35 | 12.11.2011 | ნანახია [] - ჯერ

აბუ დაბიში პრაქტიკებს „მაკლარენი“ „ლიდერობს

„მაკლარენის“ პილოტების - ჯენსონ ბატონისა და ლუის ჰამილტონის დომინაციით ჩატარდა აბუ დაბის დიდი პრიზის პირველი ორი თავისუფალი პრაქტიკა. სებასტიან ფეტელს, რომელიც უკვე ორგზის ჩემპიონია, შარშან კი სწორედ იას მარინას ტრეკზე დაეუფლა პირველ ტიტულს, მეორე პრაქტიკის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე, მანქანა მოუცურდა და ბარიერს ოდნავ შეეჯახა. მან ასპარეზობა შეწყვიტა და სესიის მიწურულსღა დაუბრუნდა ტრასას, თუმცა ჰამილტონის ჯობნა ვეღარ შეძლო.

როგორც ყოველთვის, მეორე სესიაზე პირველზე უკეთესი შედეგები დაფიქსირდა. საბოლოოდ, ჰამილტონმა თანაგუნდელს 0.199 წამით აჯობა. „ჩემთვის ძალიან კარგი დღე იყო. მანქანა კარგად მუშაობს. ასე იყო ტრასაზე ხაგრძლივი გარბენების დროსაც. ვფიქრობ, კონკურენტუნარიანები ვიქნებით. ყოველ შემთხვევაში, წინა რბოლასთან შედარებით, აშკარა პროგრესი იგრძნობა“, - განაცხადა ჰამილტონმა.

რაც შეეხება ფეტელს, ბარიერთან მის შეჯახებას მანქანა ძლიერ არ დაუზიანებია. ასეთი რამ მას პრაქტიკებზე ამ სეზონში უკვე მესამედ შეემთხვა, თუმცა სამივე შემთხვევაში, კვალიფიკაციის მოგება შეძლო. თავისი შეცდომა კი იმით ახსნა, რომ კერბზე ღრმად შევიდა, რამაც მანქანის უკანა ნაწილზე კონტროლი დააკარგვინა. საბოლოოდ, მანქანას მხოლოდ წინა ფრთა დაემტვრა, რაც სწრაფად შეუცვალეს.

იმავე, პირველ მოსახვევში, მსგავსი ავარია ფერნანდო ალონსოსაც მოუვიდა. ოღონდ, ბარიერთან მისი შეჯახება უფრო ძლიერი იყო. თუმცა, საბოლოოდ, ესპანელმა მაინც მესამე საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. სხვათა შორის, მას მანქანა პირველ სესიაზეც მოუცურდა, თუმცა მაშინ ავარიას გადაურჩა.

პირველ სესიაზე მეორე უსწრაფესი იყო ფეტელის ავსტრალიელი თანგუნდელი მარკ უებერი, თუმცა მეორე სესიაზე მასზე სწრაფი ოთხი პილოტი იყო. აბუ დაბის პრაქტიკები იმითაც იყო საინტერესო, რომ ტრასაზე რამდენიმე ახალი პილოტი გამოჩნდა.

 

 

აბუ დაბის დიდი პრიზი

თავისუფალი პრაქტიკები. პირველი სესია

1. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:40.263

2. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                    1:40.389

3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)          1:40.403

4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:40.755

5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                  1:40.801

6. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            1:41.260

7. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)              1:41.340

8. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:42.130

9. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)             1:42.151

10. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო)        1:42.377

11. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)          1:42.633

12. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, რენო)                       1:42.685

13. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო)                         1:43.118

14. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    1:43.255

15. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)             1:43.389

16. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                        1:44.412

17. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                       1:44.484

18. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი)                1:44.565

19. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი)                         1:44.898

20. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია)                1:46.385

21. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ისპანია)             1:46.532

22. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი)                          1:48.024

23. რობერტ ვიკენსი (კანადა, ვირჯინი)                         1:48.551

24. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი)          დროის გარეშე

 

თავისუფალი პრაქტიკები. მეორე სესია

1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)          1:39.586

2. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:39.785

3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                  1:39.971

4. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            1:39.980

5. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                    1:40.104

6. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:40.132

7. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)               1:40.553

8. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)              1:40.951

9. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)             1:41.021

10. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                       1:41.490

11. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                        1:41.565

12. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო)          1:41.680

13. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო)                         1:41.947

14. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო)        1:41.983

15. ბრუნო სენა (ბრაზილია, რენო)                                1:42.369

16. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი)          1:42.798

17. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    1:42.910

18. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი)                1:43.562

19. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი)                         1:44.050

20. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                 1:44.265

21. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი)                          1:45.486

22. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი)                1:46.142

23. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია)                1:46.249

24. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ისპანია)            1:46.328

 

მოამზადა მერაბ ლირთქიფანიძემ

http://autopanoramaf1.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.171966