სასტუმრო Holiday Inn-ში, აზარტული თამაშების პორტალის – Adjarabet.com-ის მომხმარებლები Fantasy-ში მიღწეული წარმატებებისთვის დაჯილდოვდნენ. თამაში “აჭარაბეთის” Facebook-ის გვერდზე მიმდინარეობდა და მასში 10000-ზე მეტი ადამიანი იყო ჩართული. Fantasy-ი მხოლოდ უეფას ჩემპიონთა ლიგის თამაშებს მოიცავდა.
საერთო ჯამში, “აჭარაბეთს” 50-ზე მეტი გამარჯვებული ჰყავს. მთავარი პრიზი, რომელიც პირველადგილოსანს ხვდა წილად, მეტად სასიამოვნო გახლავთ – 2-კაციანი საგზური საყვარელი კლუბის თამაშზე.
“Fantasy-ის პირველი პრეცედენტი ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე გვქონდა, რამაც გულშემატკივართა დიდი ინტერესი გამოიწვია. გადავწყვიტეთ, უეფას ჩემპიონთა ლიგაზეც ჩაგვეტარებინა ასეთი შეჯიბრება. გათამაშება სექტემბრიდან მაისის ჩათვლით, 13 ეტაპად მიმდინარეობდა. პირველ ხუთეულს სოლიდური პრიზები ხვდა წილად. მე-6, მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 ადგილებზე გასულ მოთამაშეებს 100-100 ლარი გადაეცემათ. დაჯილდოვდნენ ჯგუფი ეტაპისა და პლეი ოფის გამარჯვებულებიც – მათ საჩუქრად თავიანთი საყვარელი კლუბის მაისურები და ბურთები გადაეცათ”, - განუცხადა “მსოფლიო სპორტს” “აჭარაბეთის” წარმომადგენელმა გიორგი ხუციშვილმა.
გამარჯვებულთა სია ასე გამოიყურება:
1. თენგო გელენიძე – 2-კაციანი საგზური საყვარელი კლუბის (მადრიდის “რეალის” –ი.ჯ) თამაშზე
2. ვალერი მუშკუდიანი – iPhone 5
3. დავით დოხტურიშვილი - iPhone 4
4. კახა ყურაშვილი – X Box
5. თამუნა ფარულავა – iPod 5







