ინტერვიუები

16:35 | 22.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

ადამია “ინტერთან” ერთწლიანს გააფორმებს

გიორგი ადამიამ ინტერნეტგამოცემა apasport.az-თან საუბარში დაადასტურა, რომ კარიერას ბაქოს “ინტერში” გააგრძელებს.
- რა ხდება ახალი “ინტერში” თქვენს გადასვლასთან დაკავშირებით?
- ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია. მოლაპარაკებამ დადებითი შედეგი გამოიღო და ტრანსფერი შევათანხმეთ. მხოლოდ კონტრაქტზე ხელის მოწერა დარჩა.
- როდის გააფორმებთ კონტრაქტს და რამდენი ხნით?
- ბაქოში ერთწლიანი კონტრაქტის გასაფორმებლად ოთხშაბათს ჩავალ.
- რატომ ერთწლიანი?
- ორივე მხარეს გვსურდა, რომ ერთწლიანი გაგვეფორმებინა. კონტრაქტის პირობებით კმაყოფილი ვარ.
- “ყარაბახთან” კონტრაქტის არგახანგრძლივების შემდეგ, “ინტერში” გადასვლის გარდა, სხვა ვარიანტებს განიხილავდით?
- არა. მოლაპარაკებას “ინტერთან” ვმართავდი.
- ალბათ, “ინტერის” სასარგებლოდ არჩევანი იმიტომ გააკეთეთ, რომ ეს გუნდი ევროპის ლიგაში ითამაშებს და მის შემადგენლობაში ბევრი თქვენი თანამემამულე გამოდის...
- არ ვმალავ, რომ ჩემს არჩევანზე გავლენა ამ ფაქტმა მოახდინა. საერთოდ, აზერბაიჯანში დიდი ხანია ვთამაშობ და ახალ გუნდში არ გამიჭირდება. აზერბაიჯანს და იქაურ მენტალიტეტს მიჩვეული ვარ. ამიტომ, ახალ გუნდში გადასვლისას სირთულე არასოდეს შემქმნია. არა მგონია, “ინტერში” რაიმე პრობლემა მქონდეს.
- ვიდრე თანხმობას მისცემდით, “ინტერში” მოთამაშე თანამემამულეებსა და გუნდის მთავარ მწვრთნელ კახა ცხადაძეს ესაუბრეთ?
- თბილისში თანამემამულეებს ვესაუბრა, მაგრამ ცხადაძეს არ შევხვედრივარ. მგონი, ის საზღვარგარეთაა წასული.
- ბუნებრივია, მანამდე ტრანსფერზე დაილაპარაკებდით...
- რა თქმა უნდა, ვილაპარაკეთ. მას საკუთარ გუნდში ჩემი ხილვა ადრეც სურდა. თუმცა, “ინტერში” მხოლოდ ახლა გადავედი.
- რა მიზანი გექნებათ ახალ გუნდში?
- “ნეფთჩისა” და “ბაქის” შემდეგ, ჩემპიონობის მოგება “ინტერთან” ერთადაც მინდა.
- აზერბაიჯანის თასი? 7 წლის განმავლობაში თასის ფინალში არ გითამაშიათ...
- მართალია, ჩემპიონი ორჯერ ვიყავი, მაგრამ აზერბაიჯანის თასი არასოდეს მომიგია. ამ ჯილდოს მოპოვება მინდა.

 

მოამზადა ლაშა თაბაგარმა
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097934