დიდი ალბათობით, ცნობილი ბრაზილიელი ფორვარდი ადრიანო საფეხბურთო მოედანზე აღარ გავა. ბრაზილიურმა კლუბმა “ამერიკა რიო დე ჟანეირომ” ჭირვეულ თავდამსხმელს კონტრაქტი შესთავაზა, მაგრამ მისგან უარი მიიღო.
“ადრიანოს ჩვენი პროექტი მოეწონა და წინადადებისთვის მადლობაც გადაგვიხადა, მაგრამ იქვე დასძინა, რომ ფეხბურთის თამაშის სურვილი აღარ აქვს”, - განუცხადა “ამერიკა რიო დე ჟანეიროს” პრეზიდენტმა ვინისიუსა კორდეირუმ Globo-ს.
ახლო წარსულში, ადრიანოს “პალმეირასიც” ეპატიჟებოდა, მაგრამ კლუბმა თავდამსხმელს წონის დაკლება და სათანადო ფორმაში ჩადგომა მოსთხოვა, რაზეც ბრაზილიელი ფორვარდი თანახმა არ იყო.







