ფეხბურთი

17:26 | 16.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ადვოკატი “ალკმაარში” დაბრუნდა

ჰოლანდიის “ალკმაარის” მთავარ მწვრთნელად დიკ ადვოკატი დანიშნეს. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ “ალკმაარის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

66 წლის ჰოლანდიელმა სპეციალისტმა გერტაინ ვერბეკი შეცვალა. გასულ სეზონში, ადვოკატი პსვ-ს მთავარი მწვრთნელი იყო. “ალკმაარში” მიწვევამდე მას “გალათასარაისა” და ირლანდიის ნაკრებში მუშაობას სთავაზობდნენ, მაგრამ უარი თქვა.

ადვოკატი “ალკმაარს” 2009-2010 წლების სეზონშიც წვრთნიდა და მაშინ, მისი ერთ-ერთი ასისტენტი შოთა არველაძე იყო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.166077