დიდი ალბათობით, ჰოლანდიელი იბრაჰიმ აფელაი გელზენკირხენის “შალკეს” მაისურს აღარასდროს მოირგებს. Tuttomercatoweb-ის ცნობით, საქმე ისაა, რომ ტრავმირებულმა ნახევარმცველმა სამკურნალოდ სამშობლოში წასვლა გადაწყვიტა, თანაც ისე, რომ გერმანიაში არავინ გაუფრთხილებია.
ცხადია, ამან “შალკეს” ხელმძღვანელობა ერთობ გაანაწყენა. გელზენკრიხენელთა მესვეურების გადაწყვეტილებით, აფელაი მიმდინარე სეზონში აღარ ითამაშებს.
მოგეხსენებათ, ჰოლანდიელი კატალონიის “ბარსელონას” საკუთრებაა და “შალკეში” იჯარით თამაშობს. გელზენკირხენელებს გადაწყვეტილი აქვთ, რომ აფელაისთან აღარ ითანამშრომლონ.







