აფრიკის ფეხბურთის კონფედერაცია მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე ერთით მეტი წარმომადგენლის დაშვებას ითხოვს. Africansoccer. Com-ის ცნობით, ასეთი დადგენილება ამ ორგანიზაციის ბოლო სხდომაზე მიიღეს. შეგახსენებთ, რომ ამჟამად აფრიკას მუნდიალებზე 5 ადგილი აქვს გამოყოფილი (წლეულს ბრაზილიაში: ნიგერია, კოტდივუარი, განა, ალჟირი და კამერუნი გაემგზავრებიან).
“მსოფლიო ჩემპიონატებზე ადგილების განაწილების საკითხი ფიფას კონგრესმა 1994 წელს მიიღო, - განაცხადა სამხრეთ აფრიკის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტმა დენი ჯორდანმა, - მაგრამ ეს 20 წლის წინათ იყო. ნუთუ ამ დროის განმავლობაში აფრიკული ფეხბურთი ადგილზე დგას? ცხადია, არა. სახეზეა სერიოზული პროგრესი. ამიტომ, ეგებ, სამართლიანი იყოს, ჩვენთვის ერთი ადგილის დამატება?”
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატებზე მეოთხედფინალზე შორს არცერთი აფრიკული ნაკრები წასულა. პირველად ამ სტადიას კამერუნმა უწია 1990-ში, შემდეგ ეს მიღწევა სენეგალმა (2002) და განამ (2010) გაიმეორეს.







