ფეხბურთი

16:21 | 26.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ნაკრებებმა სოხუმში ითამაშეს

23 სექტემბერს, სოხუმში ამხანაგური მატჩი შედგა თვითგამოცხადებულ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის.

tdinform.com-ის ინფორმაციით, ხსნებული თამაში, 1992-1993 წლებში საქართველო-აფხაზეთის ომში აფხაზი ხალხის გამარჯვების 20 წლისთავს მიეძღვნა.

თამაში სოხუმის “რესპუბლიკურ სტადიონზე” ჩატარდა და ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის ნაკრების გამარჯვებით  დასრულდა - 3:0.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ახალგაზრდული პოლიტიკის, სპორტისა და ტურიზმის კომიტეტის თავჯდომარის მოადგილის გეორგი კოკოევის განცხადებით, ამ მატჩის გარდა, სოხუმში ტურნირიც მიმდინარეობს მინი-ფეხბურთში ინვალიდ-ამპუტანტებს შორის. მასში აფხაზეთის, რუსეთის, სამხრეთ ოსეთისა და უზბეკეთის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.136776