ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ აგვისტოს თვის საუკეთესო მწვრთნელი და ფეხბურთელი დაასახელა. ორივე შემთხვევაში, პრიზი წილად “ლივერპულის” წარმომადგენელს ხვდა.
მერსისაიდელებმა, აგვისტოში, 2 თამაში გამართეს და ორივე მათგანი მშრალად მოიგეს. ამ წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, ბრენდან როჯერსი თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.
ეს 2 წარმატებული თამაში “ლივერპულმა” “ასტონ ვილასთან” და “მანჩესტერთან” ჩაატარა. როჯერსის გუნდმა ორივე მატჩი 1:0 მოიგო და ორივე შემთხევაში, გოლი დანიელ სტარიჯმა გაიტანა. სწორედ ის დასახელდა აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად.









