მსოფლიო რეიტინგის მე-12 ნომერმა ესპანელმა ნიკოლას ალმაგრომ მაიამიში მიმდინარე მასტერსზე მესამე წრის ბარიერი წარმატებით გადალახა, დაამარცხა რა ორ სეტში ბელგიელი დავიდ გოფინი - 6:3, 6:4 და ტურნირის მერვედფინალში გავიდა.
შეხვედრა 72 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ალმაგრომ 3 ბრეიკი შეასრულა, საკუთარი ჩაწოდება კი ერთხელ დათმო. ნიკოლასის ანგარიშზე ასევე 7 ეისი და 5 ორმაგი შეცდომა გახლდათ, გოფინმა კი 4 ეისის წილ 5 ორმაგი დაუშვა. ამ ჩოგბურთელების ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაში ანგარიში 2:0 გახდა ესპანელის სასარგებლოდ.
ტურნირის მეოთხე წრეში ნიკოლას ალმაგრო ფრანგ რიშარ გასკეს დაუპირისპირდება, რომელმაც იოლად გამოთიშა ასპარეზობას რუსი მიხაილ იუჟნი - 6:3, 6:4.









