ავტოსპორტი

1:03 | 27.05.2011 | ნანახია [] - ჯერ

ალონსო და „ფერარი“ უსწრაფესები არიან

თავისუფალ პრაქტიკებზე, რომლებიც მონაკოში პარასკევის ნაცვლად, ხუთშაბათობით ტარდება ხოლმე, ორი სესიის ჯამში, ყველაზე სწრაფი ესპანელი ფერნანდო ალონსო იყო, ვინც მონაკოში ჩასვლამდე ჯიუტად აცხადებდა, ამ სეზონში ტიტულის იმედი ჯერაც არ დამიკარგავსო.

ძნელი სათქმელია, მისი საუკეთესო დრო „ფერარის“ პროგრესის შედეგია, თუ იმისა, რომ პრაქტიკებზე ლიდერები დროს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. თუმცა ერთი რამ ეჭვს არ ტოვებს - ალონსოს შედეგი აუცილებლად გაამხნევებდა იტალიური საჯინიბოს ტექნიკურ პერსონალს, რომელსაც ბარსელონას შემდეგ აღარ ხელმძღვანელობს ალდო კოსტა.

სხვათა შორის, ალონსომ, ვისაც მონაკოს რბოლა ორჯერ აქვს მოგებული, პირველ სესიაზეც კარგად იასპარეზა და მეორე საუკეთესო შედეგი აჩვენა. თან მხოლოდ მოქმედ ჩემპიონსა და მიმდინარე ჩემპიონატის ლიდერ სებასტიან ფეტელს ჩამორჩა. ორივე სესიის ჯამში კი, ესპანელმა სულ რაღაც 0.105 წამით აჯობა თავის ყოფილ თანაგუნდელ ლუის ჰამილტონს.

ფეტელი საბოლოოდ მეხუთე შედეგს დასჯერდა. ალონსოს და ჰამილტონის გარდა, მას ნიკო როსბერგმა და ჯენსონ ბატონმაც აჯობეს. პრაქტიკაზე არ გაუმართლა ფეტელის თანაგუნდელ მარკ უებერს, ვინც პირველ სესიაზე დროის დაფიქსირებაც კი ვერ შეძლო, რისი მიზეზიც გადაცემათა კოლოფში არსებული უწესივრობა გახდა - ავსტრალიელი გადაცემების საფეხურების შეცვლას ვერ ახერხებდა. მეორე სესიაზე კი მან მხოლოდ მერვე საუკეთესო შედეგი აჩვენა.

ორივე სესიაზე მესამე იყო ნიკო როსბერგი, რომელიც ამჯერადაც სჯობნის თავის ტიტულოვან თანაგუნდელ მიხაელ შუმახერს. ამას მონაკოში ხუთი გამარჯვება აქვს მოპოვებული, მაგრამ დიდ სპორტში დაბრუნების შემდეგ, საკუთარ აჩრდილსღა ჰგავს. პირველ სესიაზე მას შეცდომა მოუვიდა და ასპარეზობა მოსახვევ სენ დევოს მახლობლად ჩამწკრივებულ საბურავების დამცავ ზოლში დაასრულა. პირველ სესიაზე მას მეათე შედეგი ჰქონდა, მეორეზე კი მეშვიდე შედეგს დასჯერდა.

პირველი სესია კურიოზული შემთხვევის გამო, ხუთი წუთით შეწყდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გამსკდარი მილიდან ასფალტზე წყალმა გამოჟონა. დაზიანებული მილი სწრაფად გადაკეტეს და რბოლაც განახლდა...

 

მონაკოს დიდი პრიზი

თავისუფალი პრაქტიკები

პირველი სესია

 

1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:16.619

2. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                 1:16.732

3. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:17.139

4. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                           1:17.316

5. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)          1:17.350

6. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:17.534

7. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)       1:18.527

8. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)              1:18.578

9. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო)                           1:18.733

10. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)             1:18.805

11. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო)                          1:18.928

12. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო)          1:19.234

13. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი)          1:19.395

14. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, ტორო როსო)       1:19.463

15. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                       1:19.768

16. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                         1:19.792

17. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი)                1:20.083

18. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი)                        1:21.116

19. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)           1:21.548

20. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი)                1:21.758

21. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი)                         1:21.815

22. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია)                1:22.840

23. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)             1:23.885

24. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                  დროის გარეშე

 

მეორე სესია

1. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                1:15.123

2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)         1:15.228

3. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:15.321

4. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:15.448

5. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:15.667

6. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                           1:15.781

7. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)               1:16.356

8. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                    1:16.642

9. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)              1:17.101

10. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო)                         1:17.126

11. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო)                         1:17.337

12. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                        1:17.541

13. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი)           1:17.570

14. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო)          1:17.581

15. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)     1:17.633

16. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                      1:17.706

17. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო)        1:17.789

18. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი)               1:18.266

19. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი)                       1:18.490

20. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)          1:19.053

21. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი)                1:19.185

22. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი)                         1:19.338

23. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)             1:22.066

24. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია)                დროის გარეშე

 

მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ

http://formula1ge.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090834