ავტოსპორტი

21:54 | 22.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ალონსომ სამქიმიანების ჰეგემონია შეწყვიტა

მერე რა, რომ ამაში ხელი წვიმიანმა ამინდმა შეუწყო და თანაც, ორი პრაქტიკის ჯამში, უფრო სწრაფი მაინც ლუის ჰამილტონი აღმოჩნდა, რომელიც მეორე პრაქტიკაზე ესპანელს თითქმის ნხევარი წამით ჩამორჩა. მეორე პრაქტიკაზე მრბოლებს სველ ასფალტზე ასპარეზობამ მოუწია და ამიტომ, მთელი სესიის განმავლობაში, ზედმეტი რისკის თავიდან ასარიდებლად, ისინი მეტწილად სიფრთხილეს იჩენდნენ.

რბოლის დროს წვიმა არ ყოფილა, მეორე პრაქტიკის დაწყებამდე გადაიღო, მაგრამ ტრასამ გაშრობა ვერ მოასწრო. ამიტომ, თავიდან ტრასაზე გამოსვლას არავინ ჩქარობდა. პირველი მანქანები მედიუმ რეზინით გამოვიდნენ და ბუნებრივია, ასეთი საბურავებით, პირველი პრაქტიკის დროების გაუმჯობესება არარეალური იყო. პილოტებმა სლიკებზე გადასვლა სესიის ბოლო ათ წუთში მოასწრეს და ეს დროებსაც დაეტყო. თუმცა, ამჯერად ბევრი რამ იღბალზეც იყო დამოკიდებული, რადგან დრო არამარტო ამათუიმ პილოტის სისწრაფეზე იყო დამოკიდებული, არამედ ტრაფიკზეც.

ბოლოს სწორედ ფერნანდო ალონსომ იმარჯვა, რომელმაც ბოლო წრეებზე სუპერსოფტით გაიარა და საუკეთესო დროც მას დარჩა. ალონსოს მონაკოში ორი რბოლა აქვს მოგებული, მაგრამ „ფერარის“ მანქანით არცერთხელ. პირველად „რენოსთან“ ერთად გაიმარჯვა, მეორედ კი - „მაკლარენთან“ ერთად. ლუის ჰამილტონი ამჯერად მეორე დროს დასჯერდა. მისი თანაგუნდელი ნიკო როსბერგი მხოლოდ მე-20 დროს დასჯერდა, მესამე საუკეთესო დრო კი სებასტიან ფეტელმა დააფიქსირა.

მოულოდნელად, მეოთხე შედეგი ჟან-ერიკ ვერნმა აჩვენა. მას მცირედით ჩამორჩა ვალტერი ბოტასი, ვინც სესიის პირველ ნახევარ საათში, ერთადერთი პილოტი იყო, ტრასაზე გამოსვლა რომ გადაწყვიტა. კიდევ ერთი ფინელი, კიმი რაიკონენიც ტრასაზე ერთ-ერთი პირველი გავიდა, თუმცა საბოლოოდ, ბოლო ადგილს დასჯერდა. თუმცა, ამაში ხელი დაზიანბულმა გადაცემათა კოლოფმა „შეუწყო“, რის გამოც, სესიის მეორე ნახევარი ბოქსებში გაატარა. სხვათა შორის, ამ გადაცემათა კოლოფს რეგლამენტით დაშვებული რესურსი შესრულებული ჰქონდა და მის გამოცვლას კიმის მანქანაზე კვალიფიკაციისთვის ისედაც აპირებდნენ. ასე რომ, მას სასტარტო ხუთადგილიანი ჯარიმის „გადახდა“ არ მოუწევს.

 

მონაკოს დიდი პრიზი

მეორე თავისუფალი პრაქტიკა

1. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                    1:18.482

2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:18.901

3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)              1:19.017

4. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)              1:19.351

5. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                     1:19.421

6. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                      1:19.668

7. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)            1:19.712

8. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 1:19.721

9. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)            1:19.779

10. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი)                       1:20.230

11. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                       1:20.394

12. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო)                    1:20.622

13. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი)                    1:20.811

14. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        1:20.977

15. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                 1:21.467

16. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1:21.700

17. კამუი კობაიაში (იაპონია, კატერჰემი)                      1:21.924

18. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                       1:21.937

19. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                     1:22.683

20. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:22.862

21. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, კატერჰემი)                1:23.164

22. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                           1:45.509

http://autopanoramaf2.blogspot.com/#mce_temp_url#

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092901