“რეალის” 32 წლის ნახევარმცველის, ჩაბი ალონსოს დაზიანებასთან დაკავშირებით, ესპანურ პრესაში სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. თუმცა, Marca-ც და AS-იც მიიჩნევენ, რომ ფეხბურთელს ყურის ტკივილები რამდენიმე კვირის განმავლობაში ექნება.
ლა ლიგის გასულ ტურში, “ვალენსიასთან” გამართულ შეხვედრაში, ალონსო ჟერემი მატიეს შეეჯახა. სამედიცინო შემოწმებამ დაადგინა, რომ ფეხბურთელს ყურის ბარაბანი გაუსკდა. იმის გამო, რომ ალონსოს ხმაურის ატანა არ შეეძლო, მან მადრიდში თვითმფრინავით დაბრუნება ვერ მოახერხა და ესპანეთის დედაქალაქს სახმელეთო ტრანსპორტით მიაშურა.
AS-ის ცნობით, ჩაბი ალონსო ფეხბურთის თამაშს 3-4 კვირის განმავლობაში ვერ ვერ მოახერხებს. Marca-ს ჟურნალისტები კი მიიჩნევენ, რომ ფეხბურთელს ძლიერი ტკივილები მომდევნო 2 თვის განმავლობაში ექნება, მაგრამ მოედანზე გასვლას ის უკვე ლა ლიგის მომდევნო ტურში, “სელტასთან” შესძლებს.






