“ბრუკლინ ნეთსმა” ოფიციალურად დაადასტურა, რომ კლუბის და საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდ თორნიკე შენგელიას ოპერაცია
ამერიკული პრესის ცნობით, შენგელიას გამოჯანმრთელების ვადები ოპერაციის შემდეგ დადგინდება, თუმცა, ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ქართველი კალათბურთელი არათუ 2013 წლის ევროპის ჩემპიონატს გამოაკლდება, არამედ, შესაძლოა, ნბა-ს ახალი სეზონის სასტარტო შეხვედრების გამოტოვებაც მოუწიოს.
თორნიკე “ნეთსში” შარშან გადაბარგდა და სადებიუტო სეზონში 19 მატჩი ჩაატარა, მისი საშუალო მაჩვენებლები კი 4.9 წუთი. 1.6 ქულა და 1.2 მოხსნა გახლდათ.
ბრუკლინელებმა გუნდში ფეხის მოსაკიდებლად, ქართველი ფორვარდი
საზაფხულო ლიგაზე “თოკომოტივი”, როგორც მას ორლანდოელმა კომენტატორებმა შეარქვეს მხოლოდ 35%-იანი მაჩვენებლით ესროდა და საშუალოდ 7.6 ქულას აგდებდა, ყველაზე სამწუხარო კი ის გახლდათ, რომ მუხლის ტრავმა გაირთულა.
21 წლის შენგელია საქართველოს ნაკრებისთვის, რომელსაც მანამდე კაპიტანი ზაზა ფაჩულიაც გამოაკლდა, უდიდესი დანაკლისია.
შეგახსენებთ, რომ თორნიკემ ლიტვაში გამართულ ევრობასკეტზე იასპარეზა და მაშინ საშუალოდ 8.8 ქულას და 4.6 მოხსნას აგროვებდა. შენგელია გაცილებით შედეგიანი გახლდათ 2013 წლის ევროპის პირველობის საკვალიფიკაციო რაუნდში, სადაც მისი საშუალო მონაგარი უკვე 13.7 ქულა, 7.6 მოხსნა და 1.6 პასი იყო.
საქართველოს ნაკრები სლოვენიაში 4-22 სექტემბერს დაგეგმილ ევრობასკეტზე C ჯგუფში მოხვდა, სადაც მასპინძელთა გარდა, მეტოქეებად მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი, ხორვატია, პოლონეთი და ჩეხეთი ეყოლება.









