ძიუდო

19:05 | 25.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ამირან პაპინაშვილი ევროპის ჩემპიონია

 

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების უმსუბუქესი წევრი ამირან პაპინაშვილი ევროპის ჩემპიონია. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველ ნომრად განთესილმა ქართველმა სპორტსმენმა ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპირველობის ფინალში შვეიცარიელ ლუდოვიკ ჩამარტინს ორწუთნახევარში წმინდა გდებით მოუგო. გადამწყვეტ შეხვედრამდე კი პაპინაშვილმა აზერბაიჯანის ნაკრების წევრი ვუგარ შირინლი, ჩეხი პაველ პეტრიკოვი და ბრიტანელი ეშლი მაკენზი ჩამოიშორა.

ცოტა ხანში ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (66 კგ) იჭიდავებს. მან ფინალის საგზური ბელგიელი იასპერ ლეფევრის, რუმინელი რემუს მირჩა ლაზეას, უნგრელი ბენც ზამბორისადა აზერბაიჯანელი ნიჰათ შიხალიზადას ძლევის შემდეგ მოიპოვა. გადამწყვეტ შეხვედრაში შავდათუაშვილის მეტოქე რუსეთის ნაკრების წევრი კამალ ხან-მაგომედოვი იქნება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091394