ძიუდო

17:51 | 25.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ამირან პაპინაშვილი ევროპის ფინალშია

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ამირან პაპინაშვილმა ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მესამე შეხვედრა მოიგო – ბრიტანელ ეშლი მაკენზის ნახევარფინალში 2 იუკოთი აჯობა და ჩემპიონის ტიტულს ერთადერთი გამარჯვება აშორებს. ფინალში ქართველი ძიუდოისტი შვეიცარიელ ლუდოვიკ ჩამარტინს შეხვდება.

უმსუბუქეს წონით კატეგორიაში პირველ ნომრად განთესილი პაპინაშვილი ევროპირველობაში მერვედფინალიდან ჩაერთო, აზერბაიჯანის ნაკრების წევრ ვუგარ შირინლისთან შეხვედრით და მეტოქე ბოლო წამებზე შებოჭა. შემდეგ კი ჩეხი პაველ პეტრიკოვი ორჯერ დააგდო ვაზარზე.

ცოტა ხანში ნახევარფინალში საჭიდაოდ უნგრულ ტატამზე ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი გავა. მისი მეტოქე აზერბაიჯანელი ნიჰათ შიხალიზადა იქნება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.178882