ფეხბურთი

18:08 | 24.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ამისულაშვილი “ზენიტთან” ვერ ითამაშებს

ალექსანდრე ამისულაშვილი რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგის 22-ე ტურში, სტუმრად სანკტ-პეტერბურგის “ზენიტთან” ვერ ითამაშებს. ამის შესახებ “კრილია სოვეტოვის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

ქართველი მცველმა, რომელიც “კრილიას” კაპიტანია, წინა ტურში “როსტოვთან” მატჩში მცირე ტრავმა მიიღო და ამიტომ, გუნდს სანკტ-პეტერბურგში არ გაჰყვა.

მიმდინარე სეზონში 31 წლის ამისულაშვილმა სამარელთა შემადგენლობაში 21 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095057