ჯანო ანანიძემ მოსკოვის "სპარტაკში" წლეულს პირველად ივარჯიშა. "როსტოვიდან" დაბრუნებულმა ქართველმა ლეგიონერმა გუშინ სამედიცინო შემოწმება გაიარა, დღეს კი მურატ იაკინის გუნდში დაიწყო მზადება.
იაკინი, როგორც იცით, თურქული წარმოშობის შვეიცარიელი სპეციალისტია და ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელიც გახლდათ. იაკინი წარმატებით მუშაობდა შვეიცარულ "ბაზელში".









