მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის განცხადებით, გამარჯვებული გუნდის შენებას დრო სჭირდება და არა დიდი ტრანსფერები.
იტალიელი სპეციალისტი აგრეთვე აღნიშნავს, რომ წარმატებისთვის არა ფული, არამედ მოთმინებაა საჭირო.
"გუნდის შენებას და სხვადასხვა ფეხბურთელების ხასიათთან შეწყობას დრო სჭირდება. ეს ბუნებრივია, იცოდე ფეხბურთელების შესახებ ყველაფერი და გუნდი მოსაგებად განაწყო. გამარჯვებისთვის ყველანაირი სისტემა უნდა გამოიყენო. ყოველთვის არაა საჭირო საუკეთესო ტრანსფერები განხორციელდეს, ამჟამად გუნდში მყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც მომწონს. "რეალი" წარმატებას გუნდური თამაშის ხარჯზე მიაღწევს და არა ინდივიდუალური თამაშის წყალობით”, - განაცხადა ანჩელოტიმ.
გიორგი ბალახაძე





