მიუნხენის “ბაიერნთან” პირველი ნახევარფინალური მატჩის შემდეგ (1:0), მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებს უთხრა: “კმაყოფილი ვარ. ძალიან რთული თამაში იყო, მაგრამ ცუდად არ გავრჯილვართ. თავიდან ცოტა შებოჭილები ვგრძნობდით თავს, ბურთს ხშირად ვკარგავდით და იძულებული ვიყავით დაცვაში ჩავსულიყავით. მეორე ტაიმში კი “ბაიერნი” ჩვეულად ეფექტურად ვეღარ თამაშობდა და უფრო გაგვიიოლდა საქმე. ისკო კოენტრაუს ეხმარებოდა, კარვახალი – დი მარიას, ანუ გუნდურად კარგად ვითამაშეთ.
ბეილის გარეშე და ფეხმტკივანი რონალდუთი, ცხადია, გაგვიჭირდა, მაგრამ გავიმარჯვეთ და ეს საპასუხო მატჩის წინ უპირატესობას გვაძლევს. თუმცა, არავინ იცის, რა მოხდება მიუნხენში,” – ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.









