ფეხბურთი

11:46 | 9.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი იღბალს ემადლიერება, კლოპი ამაყია

უეფას ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/4-ფინალურ მატჩში, “დორტმუნდმა” მადრიდის “რეალს” 2:0 სძლია, მაგრამ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად გოლი დააკლდა. მატჩის შემდეგ, გუნდების მთავარი მწვრთნელები პრესკონფერენციაზე გამოცხადდნენ.

კარლო ანჩელოტი (“რეალი”): “1/2-ფინალში გასვლით გახარებულები ვართ, მაგრამ გული გვწყდება, რომ ეს ამდენი ნერვების ფასად დაგვიჯდა. განსაკუთრებით პირველ ტაიმში ვინერვიულეთ, როცა უპირატესობა კინაღამ დავკარგეთ. შესვენების შემდეგ, მეტოქეს ვაჯობეთ. ბევრი შეცდომა დავუშვით და თავდაჯერებულობა დავკარგეთ.

კასილიასმა ძალზე საპასუხისმგებლო მომენტებში გვიხსნა. იკერი ბრწყინვალე იყო. ტურნირის ამ ეტაპზე, ყოველი მატჩი რთულია. გაგვიმართლა, რომ 1/2-ფინალში გავედით”.

იურგენ კლოპი (“დორტმუნდი”): “მატჩის შემდეგ, ნევენ სუბოტიჩმა მითხრა, რომ ამ გუნდის წევრობით ამაყობს. მეც ზუსტად იგივე განცდა მაქვს. ამ მატჩის ჩანაწერი ყველა იმ გუნდს უნდა აჩვენოთ, ვინც პირველი მატჩი 0:3 წააგო. ბიჭებს მომდევნო ეტაპზე გასვლა ძალიან უნდოდათ. ამ სურვილის დემონსტრირება გერმანიაში 100%-ით მოვახდინეთ, მაგრამ ესპანეთში არ გამოგვივიდა.

მეტოქეზე გაცილებით უკეთ ვთამაშობდით და მეტი უნდა გაგვეტანა. კარგი მატჩი ჩავატარეთ და 1/2-ფინალში ვერგასვლისთვის არავის ვადანაშაულებ”.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.085029