მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი გუნდის კაპიტანს, იკერ კასილიასს ნდობას უცხადებს, მაგრამ მას ძირითადში მოხვედრის გარანტიას ვერ აძლევს.
დიეგო ლოპესის “რეალიდან” წასვლის შემდეგ, კასილიასს სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნების შანსი გაუჩნდა, მაგრამ ანჩელოტი ახალწვეული კეილორ ნავასის ნაადრევად ჩამოწერას არ აპირებს.
“მსოფლიოს ჩემპიონატზე მომხდარი დიდი ხანია დავივიწყეთ და ახალი სეზონისთვის ვემზადებით. იქნება თუ არა კასილიასი პირველი მეკარე? ვნახოთ. თუმცა, იკერის მთელს გუნდს გვჯერა." - ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს AS-ი.





