მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ პრიმერადივიზიონის მესამე ტურის დაპირისპირებაში თანაქალაქელ "ატლეტიკოსთან" წაგებული მატჩის (1:2) შემდეგ განაცხადა, რომ “სამეფო კლუბი” წარუმატებლობას დაეჩვია.
"ჩვენ უნდა გავაანალიზოთ ყველაფერი და შევეცადოთ ხარვეზები აღმოვფხვრათ. პირველ ტაიმში კარგად გამოვიყურებოდით, მაგრამ მეორე ნახევარში - არა. შესვენების შემდეგ, გვინდოდა მეტოქეზე გავლენა მოგვეხდინა, მაგრამ "ატლეტიკოსთან" ეს ვერ შევძელით. პატარ-პატარა შეცდომებს ვუშვებდით, მაგრამ რას ვიზამთ - ეს ფეხბურთია.
ამ მატჩიდან გამომდინარე ყველაფრის შეცვლაა საჭირო. მომდევნო თამაში ჩემპიონთა ლიგაზე გვაქვს და აუცილებლად უნდა მოვიგოთ. გასული სეზონიც ცუდად დავიწყეთ და ახლაც ასე მოხდა, თუმცა საბოლოოდ წარმატებას მივაღწიეთ და ახლაც იმედიანად ვარ განწყობილი" - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართულ მადრიდულ დერბში ანგარიში მე-10 წუთზე ტიაგომ გახსნა. 16 წუთში რონალდუმ წონასწორობა პენალტის გამოყენების შედეგად აღადგინა, ხოლო არდა თურანიმ 76-ზე მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:1.
გიორგი ბალახაძე





