ფეხბურთი

19:49 | 15.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: “რონალდუ ვალენსიაში წამოვა, მაგრამ არ ითამაშებს”

 

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი აცხადებს, რომ მისი გუნდის ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ ვალენსიაში გაემგზავრება, მაგრამ ესპანეთის თასის ფინალში არ ითამაშებს.

რონალდუს, ბოლო დროს, ტრავმა აწუხებს. თავდაპირველი ინფორმაციით, თასის ფინალში, “ბარსელონას” წინააღმდეგ მისი თამაში გამორიცხული იყო. მოგვიანებით, მადრიდელთა ბანაკში იმედები გაჩნდა, მაგრამ “სამეფო კლუბის” იტალიელი დამრიგებლის თქმით, ის გარისკვას არ აპირებს.

“გარისკვა არ გვინდა. ამიტომ, რონალდუ” “ბარსელონასთან” არ ითამაშებს. ის ვალენსიაში წამოვა, მაგრამ არ ითამაშებს.რამდენიმე ფეხბურთელის არყოფნის მიუხედავად, კარგი თამაშის ჩატარება მაინც შეგვიძლია.” – ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს Marca.

რონალდუს გარდა, “რეალს” მარსელო, არბელოა, ხესე და ხედირა ვერ დაეხმარებიან. “ბარსელონას” მხრიდან ტრავმირებულები არიან ვალდესი და პიკე. ასევე საეჭვოა პუიოლისა და ბარტრას თამაში.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089213