ფეხბურთი

18:01 | 22.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "თუ რონალდუს თამაში რისკის ქვეშ დადგება, არ ითამაშებს"

 

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა “ბაიერნთან” მომავალ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გამართა. ჟურნალისტებმა იტალიელ სპეციალისტს კრიშტიანუ რონალდუს და გარეტ ბეილის სათამაშო მზადყოფნის  შესახებ ჰკითხეს.:

"ბეილი აუცილებლად ითამაშებს, მას მცირე პრობლემა ჰქონდა და ახლა სრულ მზადყოფნაშია. რაც შეეხება რონალდუს, იგი უკვე მესამე დღეა სრული დატვირთვით ვარჯიშობს. პორტუგალიელი ხვალ საბოლოო სამედიცინო შემოწმებას გაივლის და თუ მისი თამაში რისკის ქვეშ დადგება, არ ითამაშებს, ყველაფერი ხვალ გადაწყდება. თავად რონალდუ მოტივირებულია და თუ ითამაშებს ყველანი მოხარულები ვიქნებით."

კარლო ანჩელოტიმ მოწინააღმდეგე გუნდზეც ისაუბრა. მისი განცხადებით "ბაიერნის" ფილოსოფია "ბარსელონას" მსგავსია.

"ბაიერნი" "ბარსელონა" არაა, მაგრამ ფილოსოფიურად ერთმანეთს გვანან. გვარდიოლამ გუნდში დიდი სამუშაო ჩაატარა და გუნდი კარგ ფორმაშია. მატჩზე კონტროლი უნდა დავაწესოთ და არ მივცეთ საშუალება მეტოქემ საკუთარი უპირატესობები გამოიყენოს. გერმანული კლუბი ძალიან კარგად თამაშობს. არ დაგვავიწყდეს, მიუნხენელები ტურნირის მოქმედი ჩემპიონები არიან და მაღალი კლასის ფეხბურთელები ჰყავთ. ხვალ დიდი მატჩი გველოდება და მინდა "რეალი" ისე ძლიერად გამოიყურებოდეს, როგორც ვალენსიაში "ბარსელონასთან".

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.162505