ფეხბურთი

18:25 | 6.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეს ინიესტამ ახალი ბუცები “Nike Magista” წარადგინა

 

კომპანია “ნაიკმა” ბარსელონაში ბუცების ახალი მოდელი წარადგინა, რომლის სახელწოდებაცაა Magista.

ჟურნალისტების წინაშე გამართულ პრეზენტაციაზე ბუცები ესპანეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების და “ბარსელონას” ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ წარადგინა.

“Nike Magista”-ს შექმნაზე კომპანიის სპორტულ კვლევით ლაბორატორიაში ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდნენ. კვლევებში მონაწილიეობა ისეთმა გამთამაშებლებმა მიიღეს, როგორებიც ინიესტა და მარიო გიოტცე არიან.

 დიზაინერების თქმით, ახალი ბუცები იმისთვისაა შექმნილი, რომ შემოქმედებითი ყაიდის ფეხბურთელებმა თავისი პოტენციალი სრულად გამოამჟღავნონ. ისინი ძალიან მსუბუქებია და ბურთზე საუკეთესო კონტროლის დაწესების საშუალებას იძლევა.

“რა თქმა უნდა, ეს ბუცები რადიკალურად განსხვავდება ყველა იმისგან, რაც აქამდე მქონია. პირველი შთაბეჭდილება ძალიან დადებითია. ისინი ძალიან მოსახერხებელია, ბურთისა და მოედნის უფრო კარგად გრძნობის საშუალებას იძლევა. ბუცების ფორმა იმდენად უნიკალურია, რომ ვერც ვგრძნობ თუ მაცვია. ისინი იმის საშუალებას მომცემენ, რომ როგორც მსურს ისე ვიმოძრავო – ინსტიქტურად და უფრო მეტად თავდაჯერებულმა”- განაცხადა ინიესტამ.

 

 

თეგები“ნაიკი”
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.189125