საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და “ვალენსიას” ცენტრალური მცველი ადილ რამი, შესაძლოა, მახაჩყალის “ანჟიში” გადავიდეს.
რუსული პრემიერლიგის კლუბის მესვეურები 27 წლის ფრანგს “ქუინზ პარკ რეინჯერსში” გადასული კრისტოფერ სამბას შემცვლელად განიხილავენ.
რამის “ვალენსიასთან” კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს. მომავალი ტრანსფერის სავარაუდო თანხა 12 მილიონი ევროა.
მიმდინარე სეზონში რამიმ “ვალენსიაში” 21 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.







