“ნიუ იორკ რედ ბულზის” ფრანგი თავდამსხმელი ტიერი ანრი, ამერიკის MLS ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა sports.yahoo.com-ი იუწყება. გასულ სეზონში მან 4,35 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მეორე ადგილზე “ლოს ანჯელეს გელექსის” თავდამსხმელი რობი კინია, რომლის შემოსავალმა 4,3 მილიონ დოლარს მიაღწია.
შემდეგ მოდიან: “ნიუ იორკ რედ ბულზის” ნახევარმცველი ტიმ კეიჰილი (3,5 მილიონი), “გელექსის” ლიდერი ლენდონ დონოვანი (2,5 მილიონი), “სიეტლის” ფორვარდი ობაფემი მარტინსი (1,5 მილიონი), დანი კუვერმანსი “ტორონტოდან” (1,25 მილიონი), კენი მილერი “ვანკუვერიდან” (1,11 მილიონი) და “მონრეალის” თავდამსხმელი მარკო დი ვაიო (1 მილიონი).









