მე-19 ტურის მთავარი ამბები პრემიერლიგაში კვირას მოხდება: “ევერტონი” “საუთჰემპტონს” უმასპინძლებს, “ნიუკასლი” – “არსენალს,” “ტოტენჰემი” “სტოკ სიტის” დაუხვდება, ხოლო ცენტრალური მატჩი - “ჩელსი” – “ლივერპული” თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.
ყველაზე საინტერესო ალბათ “ორი მანჩესტერის” მატჩები უნდა ყოფილიყო. თუმცა, შაბათ საღამოს, ყურადღების ცენტრში სხვა მოვლენები მოექცა. ჯერ ერთი, დებიუტანტმა “ჰალ სიტიმ,” რომელსაც ბოლო ხუთი ტურია აღარ მოეგო, მოულოდნელად “ფულემი” გააცამტვერა – 6:0. თანაც მასპინძლებმა ექვსივე გოლი მეორე ტაიმში გაიტანეს, დუბლი მიითვალა გამოცდილმა სლოვენიელმა რობერტ კორენმა. თუმცა მატჩის ყველაზე ”ცნობადი სახე” მასპინძელი ტომ ჰადლსტოუნი გახდა, რომელიც წელიწადზე მეტია თმას არ იჭრიდა - სანამ არ გავიტან, არ შევიჭრიო. ამასობაში 54 თამაში მიილია და აი, 67-ე წუთზე, თავის 27-ე დაბადების დღეზე გაიტანა. მაკრატელი კი უკვე გამზადებული იყო. მენეჯერის ერთ-ერთმა თანაშემწემ მას სიმბოლურად შეაჭრა თმა. სახალისო სანახაობა იყო. ისეთი, boxing day-ს რომ შეშვენის. “ჰალმა” მეათე ადგილზე აინაცვლა, “ფულემი” კი გასავარდნ ზონაში რჩება.
უცნაური გუნდია “ვესტ ჰემი.” თამაშით თითქოს არა უშავს, მაგრამ ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა და მატჩის წინ მათმა მწვრთნელმა სემ ელერდაისმა თქვა “ეს თამაში აუცილებლად უნდა მოვიგოთო.” თავიდან ყველაფერი კარგად დაიწყო, ჯო კოულმა უკვე მე-4 წუთზე გახსნა ანგარიში, მაგრამ ტაიმის ბოლო 5 წუთში ნიკოლა ანელკამ დუბლი შეასრულა. შეგახსენებთ, რომ 34 წლის ლეგენდარულ ფრანგ შემტევს წლევანდელ სეზონში აქამდე არ გაეტანა. თრილერი მეორე ტაიმშიც გაგრძელდა ჯერ შეცვლაზე შესულმა მალელმა მოდიბო მაიგამ გაათანაბრა, მერე კი კევინ ნოლოანმა ისევ მასპინძლები დააწინაურა. მაგრამ ბოლოსკენ ჭაბუკმა საიდო ბერაინომ ისევ გაათანაბრა და “ჩაქუჩები” კვლავ ბოლოსწინა ადგილზე დარჩნენ.
პირველი საპასუხო გოლის შემდეგ ანელკამ უჩვეულო ჟესტი გამოხატა: ერთი ხელი გულთან, მეორე კი დაშვებული. აღმოჩნდა, რომ საფრანგეთში ამას Quenelle-ს ეძახიან და ის ერთგვარი ანტისემიტური რიტუალია, რომელიც თავის დროზე ცნობილმა ფრანგმა კომიკოსმა დედონე მ’ბალა მ’ბალამ გამოიყენა და შემდეგ გვარიანი ჯარიმაც გადაიხადა. მოგეხსენებათ, ანელკა მუსლიმანია და მისგან ასეთი ქმედება შეურაცხმყოფელად მიიღეს. თუმცა, ფეხბურთელმა თავის ტვიტერში თავი იმართლა: ამ ჟესტს არანაირი დატვირთვა არ ჰქონია, უბრალოდ, ის ჩემი დიდი ხნის მეგობარ დიდონეს მივუძღვენიო. ამ ისტორიას ალბათ გაგრძელებაც ექნება.
“მანჩესტერ იუნაიტედი” ნირვიჩს უეინ რუნის გარეშე ეწვია. “შრეკს” საზარდულის პრობლემა ჰქონია, თუმცა “ემიუს” ქომაგებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, კლუბის ექიმების თქმით, ტრავმა რთული არ არის და რუნი შემდეგ ტურში “ტოტენჰემის” წინააღმდეგ ითამაშებს. რაც შეეხება თამაშს, მანჩესტერელები მასპინძელთა მედგარ წინააღმდეგობას წააწყდნენ. “ნორვიჩმა” წინა ტურში შინ “ფულემთან” წააგო (1:2) და ამჯერად საკუთარი მაყურებლის წინაშე რეაბილიტაციას ცდილობდა. პირველ ტაიმში ნორვიჩელებს აშკარა უპირატესობა ჰქონდათ, თუმცა გოლი ვერ გაიტანეს. მეორე ნახევარში მოიესმა მინდორზე გიგზის ნაცვლად დენი უელბეკი გაიყვანა და სწორედ ეს ცვლილება აღმოჩნდა გადამწყვეტი. “წითელმა ეშმაკუნებმა” იშვიათი შანსი გამოიყენეს, 57-ე წუთზე უელბეკი მეკარესან პირისპირ დარჩა და ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ სტუმრებმა დაცვა გაამაგრეს და კლასის ხარჯზე სათავისოდ დაასრულეს შეხვედრა. “მიხარია, რომ სამი ქულა მოვიპოვეთ. ჩვენ ორი რთული გასვლითი მატჩი ჩავატარეთ და 6 ქულა მოვიპოვეთ. თუ ჩემპიონობა გვინდა, ასევე უნდა გავაგრძელოთ. პირველ ტაიმში ცუდად ვითამაშეთ, თუმცა მინდორზე უელბეკის გასვლამ ჩვენი თამაში სასიკეთოდ შეცვალა, “ – თქვა შემდეგ მანჩესტერელთა დამრიგებელმა. ეს “იუნაიტედის” ზედიზედ მე-5 გამარჯვებაა და ისინი ნელ-ნელა უახლოვდებიან ლიდერთა ჯგუფს.
“სიტი” “კრისტალ პალასთან” მთელი შეხვედრის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდა, თუმცა გატანა მხოლოდ ერთხელ მოახერხა. Bოსნიელმა ედენ ჯეკომ ბურთი ხესუს ნავასისგან მიიღო და გატანა არ გასჭირვებია. 34-ე წუთზე კი სერიოზულად დაზიანდა “ქალაქელთა” მეკარე ჯო ჰარტი. მას სტუმართა შემტევი კამერონ ჯერომი მუხლით თვალში შეეჯახა. მეკარეს სისხლი წამოუვიდა, თუმცა ექიმების ჩარევის შემდეგ თამაში გააგრძელა. აი, ჯერომი კი შესაცვლელი შეიქნა.
“სიტი” მინიმუმ ხვალამდე ლიდერია.
ვესტ ჰემი – ვესტ ბრომვიჩი 3:3 (1:2)
ლონდონი. “ბოლეინ გრაუნდი.” 34 946
ვესტ ჰემი: იასკელაინენი, ო’ბრაიანი, მაკარტნი, რაცი, ტომკინსი (დემელი 11), ჯო კოული (კოლისონი 83), ნოლანი, ნოუბლი, ჯერვისი, დიამე, კარლტონ კოული (მაიგა 46)
მწვრთნელი: სემ ელარდაისი
ვესტ ბრომვიჩი: ფოსტერი, ოლსონი, რიჯუელი, ლუგანო (ამალფიტანო 68), ჯონსი, მაკოლი, მორისონი (იაკობი 78), მულუმბუ, ბრანტი, ანელკა, ბერაინო (სესენონი 85)
გოლები: 1:0 ჯო კოული (4), 1:1, 1:2 ანელკა (40, 45+1), 2:2 მაიგა (65), 3:2 ნოლანი (67), 3:3 ბერაინო (69)
გაფრთხილება: კარლტონ კოული (43), ნოლანი (57), დიამე (81); მულუმბუ (48), რიჯუელი (90+1)
მსაჯი: მაიკლ დინი
ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 3(8)-5(5), ჯარიმა: 11-13, თამაშგარე: 3-3, კუთხური: 6-5, სეივი: 3-3
ასტონ ვილა – სუონსი 1:1 (1:1)
ბირმინგემი. “ვილა პარკი.” 37 028
ასტონ ვილა: გუზანი, ლაუტონი, კლარკი, ბეიკერი, ლუნა, დელფი, ვესტვუდი, ტონევი (კოზაკი 61), ბაკუნა (ელ აჰმადი 70), აგბონლაჰორი, ვაიმანი (ალბრიგტონი 79)
მწვრთნელი: პოლ ლამბერტი
სუონსი: ტრემელი, ტიენდალი (ანხელ რანხელი 55), უილიამსი, ჩიკო, დევისი, დე გუზმანი, შელვი, პაბლო ერნანდესი, კანიასი, ლამა (პოსუელო 68), ბონი (ალვარო ველასკესი 83)
მწვრთნელი: მიქაელ ლაუდრუპი
გოლები: 1:0 აგბონლაჰორი (7), 1:1 ლამა (36)
გაფრთხილება: ბაკუნა (69), კლარკი (86), ელ აჰმადი (90); ლამა (37), ანხელ რანხელი (77)
მსაჯი: როჯერ ისტი
ბურთის ფლობა: 31%-69%, დარტყმა: 2(4)-5(6), ჯარიმა: 13-9, თამაშგარე: 0-3, კუთხური: 2-8, სეივი: 2-2
ჰალ სიტი – ფულემი 6:0 (0:0)
ჰალი. “კინგსტონი.” 23 925
ჰალ სიტი: მაკგრეგორი, როსენიორი, ფიგეროა, დევისი, ჩესტერი, ჰადლსტოუნი, კორენი, ელ მუჰამადი (მაკშეინი 77), ლივერმორი (გრემი 73), საგბო (ფრაიატი 68), ბოიდი
მწვრთნელი: სტივ ბრიუსი
ფულემი: სტოკდეილი, რიისე, ჰიუზი, ამორებიეტა, ზვეროტიჩი, დეჟაგა (ბენტი 64), სიდუელი, კარაგუნისი (რიჩარდსონი 74), კასამი, რუისი (კაჩანიკლიჩი 60), როდალეგა
მწვრთნელი: რენე მელენსტენი
გოლები: 1:0 ელ მუჰამადი (49), 2:0 კორენი (60), 3:0 ბოიდი (63), 4:0 ჰადლსტოუნი (67), 5:0 ფრაიატი (74), 6:0 კორენი (84)
გაფრთხილება არ ყოფილა
მსაჯი: რობერტ მედლი
ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 8(5)-3(2), ჯარიმა: 11-9, თამაშგარე: 0-0, კუთხური: 6-1, სეივი: 2-7
სიტი – კრისტალ პალასი 1:0 (0:0)
მანჩესტერი. “ეტიჰედი.” 47 107
სიტი: ჰარტი, კომპანი, კლიში, ბოიატა (ნეგრედო 55), ნასტასიჩი, მილნერი (კოლაროვი 74), ხავი გარსია, დავიდ სილვა, ხესუს ნავასი, ფერნანდინიო (ნასრი 55), ჯეკო
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი
კრისტალ პალასი: სპერონი, მარიაპა, გაბიდონი, დელანი, უარდი, პერი, იედინაკი, პანჩონი, ბენანი (გეილი 81), ბოლასიე (უილიამსი 76), ჯერომი (შამახი 35)
მწვრთნელი: ტონი პულისი
გოლი: 1:0 ჯეკო (66)
გაფრთხილება: დავიდ სილვა (89); დელანი (81)
მსაჯი: ანდრე მარინერი
ბურთის ფლობა: 73%-27%, დარტყმა: 7(7)-4 (5), ჯარიმა: 12-7, თამაშგარე: 0-0, კუთხური: 12-5, სეივი: 4-3
ნორვიჩი – მანჩესტერი 0:1 (0:0)
ნორვიჩი. “ქეროუ როუდი.” 26 851
ნორვიჩი: რადი, ოლსონი, ბასონგი, ბენეტი, მარტინი, ჰულაჰანი (ელმანდერი 89), ფერი, სნოდგრასი (მერფი 79), ჯონსონი, რედმონდი, ჰუპერი (ვან ვოლფსვინკელი 69)
მწვრთნელი; კრის ჰუოტონი
მანჩესტერი: დე ხეა, ვიდიჩი, ევრა, ევანსი, სმოლინგი, კერიკი, იანგი, გიგზი (უელბეკი 46), კლევერლი, კაგავა (იანუზაი 69), ერნანდესი (ფლეტჩერი 86)
მწვრთნელი: დევიდ მოიესი
გოლი: 0:1 უელბეკი (57)
გაფრთხილება: ფერი (31), ბენეტი (59), ჯონსონი (64), რედმონდი (90+2); გიგზი (26), ერნანდესი (34), სმოლინგი (90+5)
მსაჯი: ფილიპ დოუდი
ბურთის ფლობა: 46%-54%, დარტყმა: 5(5)-3(4), ჯარიმა: 11-9, თამაშგარე: 0-2, კუთხური: 8-3, სეივი: 2-4
კარდიფი –სანდერლენდი 2:2 (1:0)
კარდიფი. “კარდიფ სიტი სთედიუმი.” 27 247
კარდიფი: მარშალი, ტერნერი, თეოფილე კეტრინი, კოლკერი, ჯონი, უითინგემი, მედელი, მატჩი, ნუნი (კოუვი 72), ბო-კიუნგ კიმი (გუნარსონი 79), კემპბელი (კორნელიუსი 81)
სანდერლენდი: მანონე, დიაკიტე, დოსენა, ბერდსლი, რობერგე, კატერმოლი (კოლბექი 74), ლარსონი (გარდნერი 74), სუნგ-იონგ კი, ჯაკერინი, ალტიდორე, ბორინი
მწვრთნელი: გუსტავო პოიეტი
გოლები: 1:0 მატჩი (6), 2:0 კემპბელი (58), 2:1 ფლეტჩერი (83), 2:2 კოლბექი (90+5)
გაფრთხილება: მატჩი (2), ბო-კიუნგ კიმი (58), კემპბელი (68); კატერმოლი (19), ბერდსლი (60)
მსაჯი: კრის ფოი
ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 6(6)-7(8), ჯარიმა: 13-10, თამაშგარე: 0-2, კუთხური: 6-6, სეივი: 7-5
მეგოლეები:
19 - ლუის სუარესი (“ლივერპული”)
13 – სერხიო აგუერო (“სიტი”)
10 – ლოიკ რემი (“ნიუკასლი”)







