ფეხბურთი

13:18 | 2.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

არჩილ არველაძე: “შუსტერთან ერთად თამაში ძალიან სასიამოვნო იყო”

მსოფლიო ფეხბურთისა ვარსკვლავებისა და აზერბაიჯანელი ვეტერანების ამხანაგურ მატჩში დუბლის შემსრულებელმა არჩილ არველაძემ, ინტერნეტგამოცემა აპასპორტ.აზ-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბერნდ შუსტერის გვერდით თამაში ესიამოვნა. 

- აზერბაიჯანელ ვეტერანებთან ამხანაგურ მატჩში, რომელიც 3:3 დასრულდა, 2 გოლი გაიტანეთ. შეიძლება, რომ თამაშის მთავარ გმირად ჩაითვალოთ?

- არა. ვფიქრობ, ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც გვსურდა. წარსულში ცნობილი ფეხბურთელების ხილვა ამდენი ხალხის წინაშე სასიამოვნო იყო. ამხანაგურ მატჩში საუცხოო ატმოსფერო სუფევდა. ქართველებს ყოველთვის გვიხარია აზერბაიჯანში ჩასვლა და ასეთ თამაშში მოედანზე გასვლა.

- ბაქოში თქვენი ტყუპისცალი შოთაც იყო დაპატიჟებული, რომელიც ვერ ჩამოვიდა. ის მოედანზე არ გაკლდათ?

- რა თქმა უნდა, მაკლდა. ჩვენ ტყუპისცალები ვართ და მის შესახებ ყოველთვის ვფიქრობ. ამის მიუხედავად, მოედანზე ჩემს გვერდით უფროს ძმა რევაზი იყო. 

- აზერბაიჯანელმა ვეტერანმა ფეხბურთელებმა როგორი შთაბეჭდილება დატოვეს?

- ვინ ითამაშა, მათ დიდი ხანია ვიცნობ. ისინი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან მახსოვს, როდესაც პატარა ვიყავი. მე ყოველთვის მომწონდა ჩივაძისა და ყიფიანის თაობა. მათ ბავშვობიდან ვგულშემატკივრობდი. 

- განვლილ მატჩში ვისი თამაში მოგეწონათ?

- მინდორზე მყოფები მომწონდა როდესაც დიდ ფეხბურთს თამაშობდნენ. სამწუხაროდ, ყოველთვის კარგ ფორმაში არ ვართ. აქედან გამომდინარე, ადრინდელ თამაშს ვერ ვაჩვენებთ. ნებისმიერ შემთხვევაში მსურს მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანის ფეხბურთის ასოციაციას მიწვევისთვის.

- როგორ მოგეწონათ “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილ თავდამსხმელ დუაიტ იორკთან ერთად თამაში, რომელმაც საგოლე პასი მოგცათ?

- რა თქმა უნდა, მომეწონა. თავდასხმაში ისეთ დიდ ფეხბურთელთან ერთად თამაში, როგორიც იორკია, კარგია. თუმცა, მოედანზე სხვა დიდი ფეხბურთელებიც იყვნენ, რომლებმაც კარიერის მანძილზე ყოფილ საბჭოთა კავშირში, იუგოსლავიაში, გერმანიაში და უკრაინაში საუცხოოდ ითამაშეს. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო ბერნდ შუსტერთან ერთად თამაში. 

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091631