ჭიდაობა

21:26 | 25.02.2012 | ნანახია [] - ჯერ

"არენაში" ახალი ნაკრები გამოიკვეთა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა ლაშა ტალახაძემ (55 კგ) და გენო პეტრიაშვილმა (120 კგ) შიდა კონკურენციაში თავიანთი უპირატესობა დღეს, საქართველოს ჩემპიონატზე ერთხელაც დაამტკიცეს. ევროპისა და მსოფლიოს ასაკობრივი პირველობების მედალოსნებმა სპორტკომპლექს “არენაში”, საქართველოს ჩემპიონატი წაუგებლად ჩაიჭიდავეს.
დღესვე მედლები 66 და 84 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდა. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე კონსტანტინე ხაბალაშვილი და სანდრო ამინაშვილი ავიდნენ. საერთო გუნდურ ჩათვლაში ყველაზე შედეგიანად გორის გუნდი გამოვიდა, რომელმაც რვა წონითი კატეგორიიდან ოთხში მოიპოვა ოქრო.
“წინა წლებთან შედარებით, ჩემპიონატის საერთო დონე დაბალი იყო, მაგრამ ამას ველოდი კიდეც, რადგან ახალგაზრდული ნაკრების წევრთა უმრავლესობა უკვე უფროსებში გადავიდა. სიურპრიზებიც ნაკლებად იყო. ჩემპიონები ის სპორტსმენები გახდნენ, რომლებიც შარშანაც შევიდნენ სამეულში. თუმცა ორ ჭაბუკს მაინც გამოვარჩევ – აჭარელ რამაზ ზოიძეს (50 კგ) და ონელ ბექა კახეთელიძეს (120 კგ). ორივე ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ყველაზე სასიამოვნო კი ისაა, რომ რეგიონების გუნდებმა გაცილებით შედეგიანად იჭიდავეს, ვიდრე წინა წლებში. წარმოიდგინეთ, თბილისის გუნდმა რვა წონითი კატეგორიიდან მხოლოდ ერთში მოახერხა ოქროს მედლის მოპოვება” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ნუგზარ სხირელმა.
საქართველოს ჩემპიონ-პრიზიორები 6 მარტს დუშეთში გაემგზავრებიან, ორკვირიან შეკრებაზე. 21 მარტს კი სხირელი შეგირდებს ლატვიურ საერთაშორისო ტურნირზე იახლებს.

თავისუფალი ჭიდაობა
საქართველოს ჩემპიონატი
ახალგაზრდები
თბილისი
25 თებერვალი


55 კგ
1 ლაშა ტალახაძე (ხაშური)
2 ოთარ გოგავა (ქუთაისი)
3 ლევან ცალქალამანიძე (თბილისი)
3 შოთა ფარტენაძე (აჭარა)

66 კგ
1 კონსტანტინე ხაბალაშვილი (გორი)
2 ზურაბ იაკობაშვილი (ყვარელი)
3 გოგა ადეიშვილი (ქუთაისი)
3 დავით ბუზიაშვილი (ხაშური)

84 კგ
1 სანდრო ამინაშვილი (თბილისი)
2 ლევან გოგრიჭიანი (თბილისი)
3 ბექა როჭიკაშვილი (საგარეჯო)
3 ნიკა ჩომახიძე (ხონი)

120 კგ
1 გენო პეტრიაშვილი (გორი)
2 ლევან გოგრიჭიანი (თბილისი)
3 ბექა კახეთელიძე (ონი)
3 ტარიელ ლაბაძე (რუსთავი)

ოთარ მაღლაკელიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089467